إعدادات العرض
ადამიანთა ორი ქმედება [მცირე] ურწმუნოებას მიეკუთვნება: წარმომავლობის გაკრიტიკება და ხმამაღალი გლოვა…
ადამიანთა ორი ქმედება [მცირე] ურწმუნოებას მიეკუთვნება: წარმომავლობის გაკრიტიკება და ხმამაღალი გლოვა მიცვალებულზე
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ადამიანთა ორი ქმედება [მცირე] ურწმუნოებას მიეკუთვნება: წარმომავლობის გაკრიტიკება და ხმამაღალი გლოვა მიცვალებულზე».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Hausa Kurdî Português සිංහල Nederlands অসমীয়া Tiếng Việt Kiswahili ગુજરાતી አማርኛ پښتو ไทย Română മലയാളം Deutsch Oromoo नेपालीالشرح
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს ორ თვისებაზე, რომლებიც ადამიანებს ახასიათებთ და მიეკუთვნება ურწმუნოების საქმეებსა და ჯაჰილიის (უმეცრების ეპოქის) ზნეებს: პირველი: ადამიანთა წარმომავლობის გაკიცხვა, მათი საგვარეულოს დამცირება და მათ მიმართ ამპარტავნული დამოკიდებულება. მეორე: ხმამაღლა ტირილი განსაცდელის დროს, როგორც უკმაყოფილების გამოხატულება ბედისწერით, ან ტანსაცმლის დახევა ჭარბი მწუხარების გამო.فوائد الحديث
მოწოდება მორჩილებისა და ადამიანების მიმართ ამპარტავნებაზე უარის თქმისკენ.
განსაცდელის დროს მოთმინების გამოჩენის სავალდებულოობა და წინასწარგანზრახულის მიმართ უკმაყოფილების გამოხატვის აკრძალვა.
ეს ქმედებები მიეკუთვნება „მცირე ურწმუნოებას“ და ადამიანი, რომელიც ჩადის მცირე ურწმუნოების რომელიმე გამოვლინებას, არ ხდება განდგომილი, სანამ არ ჩაიდენს „დიდ ურწმუნოებას“, რომელიც გამოჰყავს მას ისლამიდან.
ისლამი კრძალავს ყველაფერს, რაც იწვევს მუსლიმებს შორის უთანხმოებასა და გაყოფას, მათ შორის წარმომავლობის გაკიცხვასა და მსგავს ქმედებებს.
التصنيفات
ურწმუნოება