إعدادات العرض
ის, ვინც გარდაიცვალა და ალლაჰისთვის არაფერი დაუდგენია თანაზიარად - სამოთხეში შევა, ხოლო ვინც გარდაიცვალა ისე,…
ის, ვინც გარდაიცვალა და ალლაჰისთვის არაფერი დაუდგენია თანაზიარად - სამოთხეში შევა, ხოლო ვინც გარდაიცვალა ისე, რომ ალლაჰს უდგენდა თანაზიარს - ჯოჯოხეთში შევა
ჯააბირისაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა: "ერთხელ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა კაცი და ჰკითხა: ო, ალლაჰის შუამავალო რა არის ორი სავალდებულო რამ? მოციქულმა ﷺ უპასუხა: « ის, ვინც გარდაიცვალა და ალლაჰისთვის არაფერი დაუდგენია თანაზიარად - სამოთხეში შევა, ხოლო ვინც გარდაიცვალა ისე, რომ ალლაჰს უდგენდა თანაზიარს - ჯოჯოხეთში შევა».
الترجمة
العربية English မြန်မာ Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands اردو Español Bahasa Indonesia ئۇيغۇرچە বাংলা Türkçe Bosanski සිංහල हिन्दी Tiếng Việt Kurdî Hausa മലയാളം తెలుగు Kiswahili ไทย پښتو অসমীয়া Shqip دری Ελληνικά Български Fulfulde Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių Malagasy or Română Kinyarwanda Српски тоҷикӣ O‘zbek नेपाली Moore Oromoo Wolof Soomaali Tagalog Français Azərbaycan Українська Português bm Deutsch தமிழ் mk Magyar فارسی ln Русскийالشرح
ერთმა კაცმა მოციქულ მუჰამმადს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა ორ თვისებაზე: რომელითაც იქნებოდა სავალდებულო სამოთხეში და ჯოჯოხეთში შესვლა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა, რომ თვისება, რომელიც სამოთხეში შესვლას უზრუნველყოფს არის, ადამიანი რომელიც გარდაიცვლება და ის ეთაყვანება ერთადერთ ალლაჰს და არ უდგენდა მას არავის თანაზიარად, ხოლო თვისება, რომელიც ჯოჯოხეთში შესვლას გამოიწვევს, არის ის, რომ ადამიანი რომელიც, გარდაიცვლება და ის უდგენდა ალლაჰს თანაზიარს, უტოლებდა ვინმეს თაყვანისცემაში, ღვთაებრიობაში, სახელებსა თუ თვისებებში.فوائد الحديث
ერთღმერთიანობის სიკეთე იმაში მდგომარეობს, რომ ის ვინც გარდაიცვალა მორწმუნედ და არ უდგენდა ალლაჰს თანამოზიარედ არაფერს სამოთხეში შევა.
ალლაჰთან თანაზიარის საშიშროება ისაა, რომ ვინც გარდაიცვალა ისე, რომ ალლაჰს უდგენდა თანაზიარად რაიმეს ჯოჯოხეთში შევა.
ცოდვილი ერთღმერთიანები ალლაჰის ნება-სურვილის ქვეშ არიან, ისურვებს დასჯის ან აპატიებს მათ, შემდეგ მათი ხვედრი სამოთხეშია.