إعدادات العرض
ყოველი მუსლიმის მოვალეობაა, რომ შვიდ დღეში ერთხელ განიბანოს, რომლის დროსაც დაიბანს თავსაც და სხეულსაც
ყოველი მუსლიმის მოვალეობაა, რომ შვიდ დღეში ერთხელ განიბანოს, რომლის დროსაც დაიბანს თავსაც და სხეულსაც
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ყოველი მუსლიმის მოვალეობაა, რომ შვიდ დღეში ერთხელ განიბანოს, რომლის დროსაც დაიბანს თავსაც და სხეულსაც».
[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]
الترجمة
العربية English မြန်မာ Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands اردو Bahasa Indonesia ئۇيغۇرچە বাংলা Türkçe සිංහල हिन्दी Tiếng Việt Hausa తెలుగు Kiswahili ไทย پښتو অসমীয়া دری Кыргызча Lietuvių Kinyarwanda नेपाली മലയാളം Bosanski Italiano ಕನ್ನಡ Kurdî Oromoo Română Soomaali Shqip Српски Українська Wolof Tagalog Moore Malagasy தமிழ் Azərbaycan فارسی 中文 Magyarالشرح
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ყოველი სრულწლოვანის და გონიერად მოაზროვნე მუსლიმისთვის სავალდებულოა შვიდ დღეში ერთხელ სრული განბანვის გაკეთება, რათა იმ დღეს თავიც და სხეულიც დაიბანოს, სისუფთავისა და ჰიგიენის შესანარჩუნებლად. ყველაზე შესაფერისი დღე ამისთვის არის პარასკევი, როგორც ეს ზოგიერთი გადმოცემიდან ჩანს. პარასკევს სრული განბანვის შესრულება ლოცვამდე სუნნათის (სასურველი) ქმედებაა და მისაღებია, თუნდაც ღუსლი სხვა დღეს ჰქონდეს გაკეთებული, მაგალითად, ხუთშაბათს. ამის ვალდებულობის საწინააღმდეგოდ მოწმობს აიშას (ალლაჰი იყოს კმაყოფილი) სიტყვები: «ხალხი თავისი საქმეებით იყო დაკავებული და ისინი პარასკევის ლოცვაზე თავიანთ ჩვეულებრივ მდგომარეობაში მიდიოდნენ. მათ უთხრეს: ‘ნუთუ არ განიბანებით?» ეს გადმოსცა ალ-ბუხარიმ. სხვა ვერსიაში ნათქვამია: «მათ ჰქონდათ სუნი», რაც გულისხმობს ოფლის ან მსგავს სუნს. ამის მიუხედავად, მათ უბრალოდ შესთავაზეს სრული განბანვა, რაც აჩვენებს, რომ ეს ვალდებულება არ იყო. ამგვარად, ეს დადგენილება პირველ რიგში იმათ ეხება, ვისაც ეს განსაკუთრებით სჭირდება.فوائد الحديث
ისლამში სისუფთავისა და ჰიგიენის მიმართ ზრუნვა და ყურადღება.
პარასკევის სრული განბანვა ძლიერ სასურველია პარასკევის ლოცვისთვის.
თავის ხსენება, მიუხედავად იმისა, რომ სხეულის ხსენებაც მას მოიცავს, ხაზს უსვამს თავის მნიშვნელობას.
სავალდებულოა სრული განბანვა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისგანაც გამოდის უსიამოვნო სუნი, რომელიც სხვებს აწუხებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი დღე სრული განბანვის შესრულებისთვის არის პარასკევი, მისი ღირსების გამო.