إعدادات العرض
ჭეშმარიტად, ალლაჰმა დააწესა ვალდებულებები, მაშ, ნუ უგულებელყოფთ მათ და დაადგინა საზღვრები, მაშ, ნუ გადააბიჯებთ…
ჭეშმარიტად, ალლაჰმა დააწესა ვალდებულებები, მაშ, ნუ უგულებელყოფთ მათ და დაადგინა საზღვრები, მაშ, ნუ გადააბიჯებთ მათ, და აკრძალა გარკვეული რამეები, მაშ, ნუ დაარღვევთ მათ, და სიჩუმით დატოვა ზოგი რამ თქვენდა წყალობად და არა დავიწყებით, მაშ, ნუ გამოიკვლევთ მათ
გადმოცემულია აბუ სა'ლაბა ალ-ხუშანიი ჯურსუუმ იბნ ნააშირისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰმა დააწესა ვალდებულებები, მაშ, ნუ უგულებელყოფთ მათ და დაადგინა საზღვრები, მაშ, ნუ გადააბიჯებთ მათ, და აკრძალა გარკვეული რამეები, მაშ, ნუ დაარღვევთ მათ, და სიჩუმით დატოვა ზოგი რამ თქვენდა წყალობად და არა დავიწყებით, მაშ, ნუ გამოიკვლევთ მათ».
الترجمة
العربية Español አማርኛ English اردو Indonesia বাংলা Français Türkçe Русский Bosanski සිංහල हिन्दी 中文 فارسی Tiếng Việt Tagalog Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili தமிழ் မြန်မာ ไทย Deutsch پښتو অসমীয়া Shqip Nederlands ગુજરાતી Кыргызча नेपाली Lietuvių دری Српски тоҷикӣ Kinyarwanda Română Magyar Čeština Moore Malagasy Oromoo ಕನ್ನಡ Wolof Azərbaycan O‘zbek Українська Македонски ភាសាខ្មែរ Bambara ਪੰਜਾਬੀ मराठी Kirundi Kurmancî Bahasa Melayuالشرح
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ალლაჰმა სავალდებულო გახადა ზოგი რამ და დააწესა ვალდებულებები, ამიტომ დაიცავით ისინი და ნუ უგულებელყოფთ, ნუ დატოვებთ და ნუ მოეკიდებით დაუდევრობით. მან განგისაზღვრათ საზღვრები და შემაკავებლები, რომლებიც გაკავებენ და გაფრთხილებენ იმათგან, რაც მას არ მოსწონს, მაშ, ნუ გადააბიჯებთ იმ საზღვრებს, რაც შარიათმა დაადგინა, და ნუ დაამატებთ მას. მან აკრძალა ზოგი რამ, ნუ შეეხებით მათ და ნუ მიუახლოვდებით. ხოლო დანარჩენი რამეები დატოვა უთქმელად, თავის მორჩილთადმი წყალობის გამო, და ისინი რჩება თავისი საფუძვლით ნებადართულად, მაშ, ნუ დაეძიებთ მათ.فوائد الحديث
ჰადისი წარმოადგენს მტკიცებულებას იმისა, რომ მხოლოს ალლაჰი არის კანონმდებელი, რადგან ბრძანება მთლიანად მის ხელშია, დიდებულის.
ჰადისში წარმოდგენილია შარიათის ძირითადი პრინციპები — დადგენილებები და ნებადართული საქმეები. შარიათის დადგენილება შეიძლება ან არ იყოს მოხსენიებული, ან აშკარად იყოს ნათქვამი. აშკარად ნათქვამი შარიათის დადგენილება იყოფა: 1. ბრძანებად, რომელიც არის ან სავალდებულო, ან სასურველი; 2. აკრძალვად, რომელიც არის ან მკაცრად აკრძალული, ან არასასურველი, ან ნებადართული.
ის, რაზეც ალლაჰი გაჩუმდა: არ გახადა სავალდებულო, არ დაუდგინა საზღვრები და არ აუკრძალავს არის — ნებადართული.
მშვენიერი განმარტებაა მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რადგან მან ჰადისი ასე ნათელი და ცხადი განაწილებით გადმოსცა.
უზენაესი ალლაჰის მიერ დადგენილი სავალდებულო დებულებების დაცვის ვალდებულება.
უზენაესი ალლაჰის მიერ დადგენილ საზღვრებზე გადაბიჯების აკრძალვა.
التصنيفات
სასჯელები