ჭეშმარიტად, ეს საქმე (ისლამი) მიაღწევს ყველგან, სადაც მიაღწევს დღე და ღამე და არ დატოვებს არც ერთი სახლის მკვიდრს,…

ჭეშმარიტად, ეს საქმე (ისლამი) მიაღწევს ყველგან, სადაც მიაღწევს დღე და ღამე და არ დატოვებს არც ერთი სახლის მკვიდრს, იქნება ეს ქვისგან აშენებული (ქალაქში) თუ ბეწვის კარვიდან (უდაბნოში), სადაც ალლაჰი არ შეიყვანს ამ რწმენას

გადმოცემულია თამიიმ ად-დაარი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ჭეშმარიტად, ეს საქმე (ისლამი) მიაღწევს ყველგან, სადაც მიაღწევს დღე და ღამე და არ დატოვებს არც ერთი სახლის მკვიდრს, იქნება ეს ქვისგან აშენებული (ქალაქში) თუ ბეწვის კარვიდან (უდაბნოში), სადაც ალლაჰი არ შეიყვანს ამ რწმენას, ეს მოხდება ან დიდებული ღირსების მქონეთა მეშვეობით, ან მდაბალი ხალხის მეშვეობით: ღირსება, რომლითაც ალლაჰი ისლამს აღამაღლებს, და დამცირება, რომლითაც ალლაჰი ურწმუნოებს დაამცირებს». თამიმ ად-დარი ამბობდა: "მე ეს ჩემი ოჯახის მაგალითზე დავინახე მათგან, ვინც ისლამი მიიღო, სიკეთე, პატივი და ღირსება ეწია. ხოლო მათგან, ვინც ურწმუნო დარჩა, დამცირებამ, სირცხვილმა და ჯიზიამ მოიცვა".

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა აჰმადმა]

الشرح

ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ რელიგია მიაღწევს მიწის ყველა კუთხეს. ნებისმიერ ადგილს, სადაც ღამე და დღე აღწევს, ეს რელიგია აუცილებლად მიაღწევს, უზენაესი ალლაჰი არ დატოვებს არც ერთ სახლს ქალაქებში, სოფლებში, უდაბნოებსა და ველებში, ისე, რომ ამ რელიგიას იქ არ შეიყვანს. ვინც მიიღებს ამ რელიგიას და ირწმუნებს მას, ის დიდებული ღირსების მფლობელი გახდება ისლამით. ვინც მას უარყოფს და არ ირწმუნებს, ის დამცირებული გახდება. შემდეგ საჰაბა თამიმ ად-დარიმ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) აღნიშნა, რომ მან საკუთარ ოჯახში დაინახა ის, რაც ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამცნო. ვინც მათგან ისლამი მიიღო, მას სიკეთე, პატივი და დიდება შეხვდა. ხოლო ვინც მათგან ურწმუნო დარჩა, მას დამცირება და სირცხვილი ეწია, დამატებით იმ ქონებასთან ერთად, რაც მას მუსლიმებისთვის უნდა გადაეხადა.

فوائد الحديث

მუსლიმებისთვის კეთილი ამბავი, რომ მათი რელიგია მთელ მიწაზე გავრცელდება.

ღირსება ისლამისა და მუსლიმებისთვის, ხოლო დამცირება უარყოფისთვის და ურწმუნოებისთვის.

ეს მოწმობს წინასწარმეტყველობის ნიშნებზე და მისი სიმბოლოების ერთ-ერთ მტკიცებულებას წარმოადგენს, რადგან ყველაფერი მოხდა ისე, როგორც ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წინასწარ გვამცნო.

التصنيفات

ბოლო საათის პირობები