إعدادات العرض
როდესაც ადამიანი შედის თავის სახლში და მოიხსენიებს ალლაჰს შესვლისას და საჭმლის დროს, შაიტანი თავის მიმდევრებს…
როდესაც ადამიანი შედის თავის სახლში და მოიხსენიებს ალლაჰს შესვლისას და საჭმლის დროს, შაიტანი თავის მიმდევრებს ეუბნება: "აქ თქვენთვის არც თავშესაფარი იქნება და არც ვახშამი!
გადმოცემულია ჯააბირ იბნ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მათით), რომ მან გაიგონა, რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როდესაც ადამიანი შედის თავის სახლში და მოიხსენიებს ალლაჰს შესვლისას და საჭმლის დროს, შაიტანი თავის მიმდევრებს ეუბნება: "აქ თქვენთვის არც თავშესაფარი იქნება და არც ვახშამი!" მაგრამ თუ ადამიანი შედის სახლში და შესვლისას არ მოიხსენიებს ალლაჰს, შაიტანი ამბობს: "თქვენ მიიღეთ თავშესაფარი". ხოლო თუ ის არც საჭმლის დროს მოიხსენიებს ალლაჰს უზენაესს, შაიტანი ამბობენ: "თქვენ მიიღეთ როგორც თავშესაფარი, ასევე ვახშამი"».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt සිංහල Hausa Kurdî Kiswahili Português Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá ئۇيغۇرچە ไทย پښتو অসমীয়া دری Кыргызча or नेपाली Malagasy Kinyarwanda Română తెలుగు Lietuvių Oromoo മലയാളം Nederlands Soomaali Shqip Српски Українська Deutsch ಕನ್ನಡ Wolof Moore Azərbaycan Magyar தமிழ் Македонскиالشرح
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანა ალლაჰის სახელის ხსენება სახლში შესვლის დროს და ჭამის დაწყების წინ, ვინც ახსენებს ალლაჰს სიტყვებით: (ბისმილლაჰ) "ალლაჰის სახელით" სახლში შესვლის დროს და ჭამის დაწყების წინ, ეშმაკი ეტყვის თავის მეგობრებს: არ გაქვთ ამ სახლიდან და ამ ვახშამიდან არანაირი წილი, რადგან სახლის პატრონმა დაიცვა ის თქვენგან უზენაესი ალლაჰის სახელის ხსენებით. მაგრამ კაცი თუ შევა სახლში და არ ახსენებს ალლაჰის სახელს არც შესვლისას და არც ჭამის დაწყების წინ, ეშმაკი ეტყვის თავის მეგობრებს, რომ თქვენ იპოვეთ ღამის გასათევიც და ვახშამიც ამ სახლში.فوائد الحديث
სასურველია ალლაჰის მოხსენიება სახლში შესვლისას და საჭმლის მიღების დროს, რადგან შაიტანი ღამეს ატარებს იმ სახლებში და ჭამს მათი მაცხოვრებლების საკვებს, თუ ისინი არ ახსენებენ უზენაესი ალლაჰის სახელს.
ეშმაკი უთვალთვალებს ყველა ადამიანს თავის საქმეებში, ქმედებებში და ყველა მდგომარეობაში. და როცა მას დაავიწყდება ალლაჰის ხსენება ეშმაკი მისგან აიღებს იმას, რაც მას სურს.
ზიქრი (ალლაჰის ხსენება) ეშმაკს განდევნის.
ყველა ეშმაკს ჰყავს თავისი მიმდევრები და მეგობრები, უხარიათ მისი სიტყვების მოსმენა და მიჰყვებიან მის ბრძანებებს.