إعدادات العرض
ადამიანმა არ უნდა აღასრულოს ლოცვა (ის სრულფასოვანი არ იქნება) არც მაშინ, როცა საჭმელი მოტანილია, და არც მაშინ,…
ადამიანმა არ უნდა აღასრულოს ლოცვა (ის სრულფასოვანი არ იქნება) არც მაშინ, როცა საჭმელი მოტანილია, და არც მაშინ, როდესაც ის იკავებს თავს დიდი ან მცირე საჭიროების დაკმაყოფილებისგან
გადმოცემულია აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ შუამავალი (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) ამბობდა: «ადამიანმა არ უნდა აღასრულოს ლოცვა (ის სრულფასოვანი არ იქნება) არც მაშინ, როცა საჭმელი მოტანილია, და არც მაშინ, როდესაც ის იკავებს თავს დიდი ან მცირე საჭიროების დაკმაყოფილებისგან».
[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt සිංහල ئۇيغۇرچە Kurdî Hausa Português മലയാളം မြန်မာ Deutsch 日本語 پښتو অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands తెలుగు Kiswahili தமிழ் ไทย دری Кыргызча Lietuvių Kinyarwanda नेपाली Malagasy Italiano or ಕನ್ನಡ Oromoo Română Soomaali Српски Wolof Українська Moore Azərbaycan Magyarالشرح
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა ლოცვა იმ დროს, როცა მის წინ საჭმელია, რომელიც მლოცველს გულმოდგინედ სურს რომ მიირთვას და მისი გული მასზეა დაკავშირებული. ასევე აკრძალა ლოცვა, როცა ადამიანი იძულებულია შეიკავოს შარდი და განავალი, რადგან ის აწუხებს მას და ყურადღებას უფანტავს.فوائد الحديث
სანამ ლოცვას დაიწყებს, მლოცველმა უნდა მოიშოროს ყველაფერი, რაც მის ყურადღებას მოაცდენს და ლოცვის შესრულებაში შეუშლის ხელს.
التصنيفات
მლოცველის შეცდომები