إعدادات العرض
იჩქარეთ კეთილი საქმეების გაკეთება, სანამ არ დაგატყდებათ ცდუნებები, რომელბიც ჰგავს ბნელი ღამის წყვდიადს
იჩქარეთ კეთილი საქმეების გაკეთება, სანამ არ დაგატყდებათ ცდუნებები, რომელბიც ჰგავს ბნელი ღამის წყვდიადს
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «იჩქარეთ კეთილი საქმეების გაკეთება, სანამ არ დაგატყდებათ ცდუნებები, რომელბიც ჰგავს ბნელი ღამის წყვდიადს. ადამიანი დილას მორწმუნე იქნება, ხოლო საღამოს ურწმუნო გახდება, ან საღამოს მორწმუნე იქნება და დილას ურწმუნო გახდება, თავისი რელიგიას ამქვეყნიური მცირედი სარგებლის სანაცვლოდ გაყიდვით».
الترجمة
العربية Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Türkçe اردو 中文 हिन्दी Tagalog Hausa Kurdî Kiswahili Português සිංහල دری অসমীয়া ไทย Tiếng Việt አማርኛ Svenska Yorùbá Кыргызча ગુજરાતી नेपाली Oromoo മലയാളം Română Nederlands Soomaali پښتو తెలుగు Kinyarwanda ಕನ್ನಡ Malagasy Српски Mooreالشرح
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოუწოდებს მორწმუნეს, იჩქაროს და გაახშიროს კეთილი საქმეები მანამ, სანამ ეს შეუძლებელი გახდება, ან არ მოიწევა ცდუნებები და შრომატევადი დაბრკოლებები, რომლებიც ხელს შეუშლიან და გაარიდებენ ამ საქმეებს. ეს ცდუნებები ბნელი ღამის ნაგლეჯებს ჰგავს, სადაც სიმართლე და მცდარი ერთმანეთში ირევა, რაც ადამიანებს ამ ორს შორის გარჩევას ურთულებს. მათი სიმძიმის გამო ადამიანი ასე დაბნეული ხდება: დილას მორწმუნეა, ხოლო საღამოს ურწმუნო, ან საღამოს მორწმუნეა და დილას ურწმუნო. ის ტოვებს თავის რელიგიას ამქვეყნიური წარმავალი სარგებლის სანაცვლოდ.فوائد الحديث
რელიგიის მტკიცედ დაცვა და კეთილი საქმეების შესრულებისკენ სწრაფვა სავალდებულოა, სანამ დაბრკოლებები ამას ხელს შეუშლის.
მითითება იმის შესახებ, რომ ბოლო დროის ცდუნებები ერთიმეორის მიყოლებით მოხდება. ყოველი ცდუნება, რომელიც დასრულდება, მას სხვა უფრო რთული ცდუნება მოჰყვება.
როდესაც ადამიანის რწმენა სუსტდება და ის ამქვეყნიური საქმეების, მაგალითად, სიმდიდრის ან სხვა სარგებლის სანაცვლოდ თავის რელიგიაზე უარს ამბობს, ეს ხდება მისი გადახრის, რელიგიის მიტოვებისა და ცდუნებებისადმი აყოლის მიზეზი.
ჰადისში მითითებულია, რომ კეთილი საქმეები ცდუნებებისგან ხსნის მიზეზია. ეს საქმეები ადამიანს დაცვას აძლევს და რწმენას ამტკიცებს, რაც ცდუნებებისგან გადარჩენის მთავარი საშუალებაა.
ცდუნებები ორ ტიპად იყოფა: ცდუნებების საფრთხეები, რომელთა მკურნალობა არის ცოდნა და ვნებების ცდუნებები, რომელთა მკურნალობა არის რწმენა და მოთმინება.
ჰადისში მითითებულია, რომ ვისაც ნაკლები საქმეები აქვს, ცდუნება მას უფრო სწრაფად მოიცავს, ხოლო ვისაც ბევრი კეთილი საქმე აქვს, არ უნდა მოატყუოს თავისმა საქმეებმა, არამედ უფრო მეტად უნდა მოუმატოს მას.
التصنيفات
რწმენის შემადგენელი ნაწილები