რომელი საქმეა ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი? მან თქვა: «თავის დროს შესრულებული ლოცვა». მე ვკითხე: შემდეგ რომელი?…

რომელი საქმეა ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი? მან თქვა: «თავის დროს შესრულებული ლოცვა». მე ვკითხე: შემდეგ რომელი? მან თქვა: «მშობლებზე კეთილად მოპყრობა», მე ვკითხე: შემდეგ რომელი? მან თქვა: «ბრძოლა (ჯიჰადი) ალლაჰის გზაზე

გადმოცემულია აბულლაჰ იბნ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: მე ვკითხე ალლაჰის შუამავალს (ლოცვა და მშვიდობა მას): "რომელი საქმეა ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი? მან თქვა: «თავის დროს შესრულებული ლოცვა». მე ვკითხე: შემდეგ რომელი? მან თქვა: «მშობლებზე კეთილად მოპყრობა», მე ვკითხე: შემდეგ რომელი? მან თქვა: «ბრძოლა (ჯიჰადი) ალლაჰის გზაზე». შემდეგ მან თქვა: თუ მე გავაგრძელებდი მის კითხვას, ის აუცილებლად კიდევ რაიმეს დაამატებდა.

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხეს, თუ რომელი საქმე იყო ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი? მან თქვა: სავალდებულო ლოცვა, რომელიც სრულდება ალლაჰის მიერ დადგენილ დროს, შემდეგ მშობლებისადმი პატივისცემისა და კეთილგანწყობის გამოხატვა, მათი უფლებების შესრულება და მათი დაუმორჩილებლობისგან თავის შეკავება, შემდეგ ჯიჰადი ალლაჰის გზაზე, ალლაჰის სიტყვის (ყურანის) ამაღლების, ისლამის რელიგიისა და მუსლიმთა დაცვის, ასევე მისი რიტუალების გამოხატვის მიზნით. ეს სრულდება როგორც სხეულით, ასევე ქონებით. იბნ მას'უდი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ამბობს: მან ამ საქმეებზე მიმითითა; მისთვის კიდევ რომ მეკითხა შემდეგ რომელი? უფრო მეტს მეტყოდა.

فوائد الحديث

საქმეთა ღირებულება განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რამდენად საყვარელია ისინი ალლაჰისთვის.

მოწოდება მუსლიმისადმი, რომ ისწრაფოს თანმიმდევრული საუკეთესო საქმეების შესრულებისკენ, მუდმივად შეარჩიოს და განახორციელოს ის, რაც ყველაზე უკეთესია.

მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) პასუხები კითხვაზე საუკეთესო საქმეების შესახებ განსხვავდებოდა ადამიანების, მათი მდგომარეობებისა და იმის მიხედვით, რაც თითოეულ მათგანს ყველაზე მეტ სარგებელს მოუტანდა.

التصنيفات

კეთილი საქმეების ღირებულებები, ლოცვის სიკეთე