إعدادات العرض
ალლაჰი მას სამოთხეში შეიყვანს მისი ნამოქმედარი საქმეების მიუხედავად
ალლაჰი მას სამოთხეში შეიყვანს მისი ნამოქმედარი საქმეების მიუხედავად
'უბადა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც დაამოწმა რომ, არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა ერთადერთისა, რომელსაც არ ჰყავს მას მოზიარე, და რომ მუჰამმადი მისი მსახური და შუამავალია, და რომ 'ისა (იესო) ალლაჰის მსახური, შუამავალი და მისი სიტყვაა, რომელიც ჩაასახა მარიამში და ჩაჰბერა მას სული. სამოთხე შეჭმარიტებაა, ჯოჯოხეთი ჭეშმარიტებაა. ალლაჰი მას სამოთხეში შეიყვანს მისი ნამოქმედარი საქმეების მიუხედავად».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Türkçe اردو 中文 हिन्दी Tagalog ئۇيغۇرچە Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili தமிழ் မြန်မာ Русский Deutsch 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá සිංහල ไทย دری Кыргызча or Kinyarwanda नेपाली Română Malagasy Lietuvių Oromoo Nederlands Soomaali Српски Українська ಕನ್ನಡ Wolof Moore O‘zbek Azərbaycan Magyar Македонскиالشرح
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ვინც წარმოთქვამს ერთღმერთიანობის დამადასტურებელ სიტყვას, შეგნებულად თავისი მნიშვნელობით და მისგან გამომდინარე ქმედებების შესრულებით, დაამოწმებს მუჰამმედის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ალლაჰის მსახურებას და შუამავლობას, აღიარებს 'ისას მსახურებას და შუამავლობას, და რომ ალლაჰმა ის გააჩინა სიტყვებით: "იყავ" და იქმნა, ასევე ის არის ალლაჰის მიერ გაჩენილი სულებიდან ერთ-ერთი სული, და უარყოფს ყველაფერს, რაც იუდეველებმა მის დედას (მარიამს) მიაწერეს, სწამს, რომ სამოთხე ჭეშმარიტებაა და ჯოჯოხეთიც ჭეშმარიტებაა, სწამს მათი არსებობის და რომ ისინი ალლაჰის წყალობა და სასჯელია. და თუ ის ამ მდგომარეობაში გარდაიცვლება, მისი წილი სამოთხეა, თუნდაც მას ჰქონდეს გამორჩენები მოვალეობების შესრულებაში და ცოდვები ჩადენილი.فوائد الحديث
უზენაესმა ალლაჰმა მარიამის ძე 'ისა ერთი სიტყვით "იყავ" გააჩინა მამის გარეშე.
ამაში ერთიანდება ის მოსაზრებები, რომ იესო და მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მათ) არიან ალლაჰის მსახურნი და მისი მოციქულები. ისინი ორივე არიან ჭეშმარიტი მოციქულები, რომლებიც არ ტყუიან, და მსახურები, რომელთათვის თაყვანისცემა მიუღებელია.
ერთღმერთიანობის მადლი და ცოდვების პატიება, ჭეშმარიტად ერთღმერთიანი ადამიანის მისაქციელი სამოთხეა, თუნდაც მას ჰქონდეს ზოგი ცოდვები.