إعدادات العرض
ალლაჰმა შეიწყალოს ის კაცი, ვინც ლმობიერია, როდესაც ყიდის, როდესაც ყიდულობს და როდესაც ვალს მოითხოვს
ალლაჰმა შეიწყალოს ის კაცი, ვინც ლმობიერია, როდესაც ყიდის, როდესაც ყიდულობს და როდესაც ვალს მოითხოვს
ჯააბირი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ალლაჰმა შეიწყალოს ის კაცი, ვინც ლმობიერია, როდესაც ყიდის, როდესაც ყიდულობს და როდესაც ვალს მოითხოვს».
[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა ალ-ბუხარიმ]
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी සිංහල ئۇيغۇرچە Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు မြန်မာ Deutsch 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands Kiswahili தமிழ் ไทย دری Български Fulfulde Magyar Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių Malagasy or Română Kinyarwanda тоҷикӣ O‘zbek Akan नेपाली Moore Azərbaycan Wolof Oromoo Soomaali Українська km bm rn Македонски Српскиالشرح
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვედრება აღავლინა მოწყალების თხოვნით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავაზიანნი, გულუხვნი და ხელგაშლილნი არიან თავიანთ ვაჭრობაში. და ვინც არ ამატებს ფასს მყიდველისთვის და ეპყრობა მას კარგი ზნეობით. ასევე, ყოველი იმ ადამიანისთვის, რომელიც თავაზიანი, გულუხვი და ხელგაშლილია, როდესაც ყიდულობს; ამასთან ერთად, არ იტყუება და აკნინებს საქონლის ღირებულებას. მათ შორის არის ის, ვინც გულწრფელი, გულუხვი და კეთილგანწყობილია, როცა თავის ვალს ითხოვს. ვინც არ არის მკაცრი ღარიბისა და გაჭირვებულის მიმართ, არამედ ვალის დაბრუნებას ითხოვს რბილად და თავაზიანად და აძლევს გადავადებას გადაუხდელობისუნარიან მოვალეებს.فوائد الحديث
ერთ-ერთი მთავარი მიზანი შარიათის-(ღმერთის კანონის) არის ხალხს შორის ურთიერთობების დაცვა და მათ შორის სიკეთის, სამართლიანობისა და კეთილგანწყობის გავრცელება.
წახალისება მაღალი ზნეობის გამოყენებაზე ურთიერთობებში ადამიანებს შორის, როგორიცაა ვაჭრობა, ყიდვა-გაყიდვა და სხვა მსგავსი საქმეები.
التصنيفات
დიდებული ზნეობა