إعدادات العرض
შენ დიდ საქმეზე შემეკითხე, თუმცა ეს ადვილია მათთვის, ვისაც ალლაჰი ამ საქმეს გაუმარტივებს
შენ დიდ საქმეზე შემეკითხე, თუმცა ეს ადვილია მათთვის, ვისაც ალლაჰი ამ საქმეს გაუმარტივებს
გადმოცემულია მუ'ააზ იბნ ჯაბალისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «მე ერთ მოგზაურობაში ვიყავი ალლაჰის მოციქულთან ერთად (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), ერთ დღეს დილით, როდესაც მასთან ახლოს ვიყავი და ჩვენ ვაგრძელებდით სვლას: ვუთხარი: "ო, ალლაჰის მოციქულო, მითხარი საქმე, რომელიც სამოთხეში შემიყვანს და ჯოჯოხეთისგან დამაშორებს". მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «შენ დიდ საქმეზე შემეკითხე, თუმცა ეს ადვილია მათთვის, ვისაც ალლაჰი ამ საქმეს გაუმარტივებს, ეთაყვანე ალლაჰს და არავინ გაუთანაბრო მას, სწორად შეასრულე ლოცვა, გაეცი ზაქათი, იმარხე რამადანი და ჰაჯობა ალლაჰის სახლში». შემდეგ მან თქვა: «გსურს, გაჩვენო სიკეთის კარები?» მე ვუპასუხე: "დიახ, ო ალლაჰის შუამავალო". ბრძანა: «მარხვა არის ფარი. ქველმოქმედება აქრობს ცოდვებს, როგორც წყალი აქრობს ცეცხლს და ღამის ლოცვაც (სიკეთის კარებს მიეკუთვნება)». შემდეგ წაიკითხა აიათები: {ისინი საწოლებიდან წამოდგებიან...} სიტყვებამდე: ...რასაც აკეთებდნენ}. შემდეგ თქვა: «გინდა გაგაცნო რელიგიის საფუძველი, მისი საყრდენი და მწვერვალი?» მე ვუპასუხე: "დიახ, ო ალლაჰის შუამავალო". მან თქვა: «საქმის საფუძველი არის ისლამი, მისი საყრდენი - ლოცვა და მწვერვალი - ჯიჰადი». შემდეგ მან თქვა: «გინდა გითხრა ამ ყველაფრის არსი?» მე ვუპასუხე: "დიახ, ო ალლაჰის მოციქულო". მან თავისი ენა თითებით დაიჭირა და თქვა: «აი, ეს დაიცავი». მე ვკითხე: "ო, ალლაჰის შუამავალო, ნუთუ იმ სიტყვებზე, რასაც ვამბობთ, პასუხს ვაგებთ?" მან თქვა: «დედაშენმა დაგკარგოს შენ ო მუ'აზ! ნუთუ ადამიანებს თავით ან ცხვირით ჯოჯოხეთში ჩაყრიან სხვა რამის გამო, გარდა იმისა რაც მათმა ენამ დათესა?»
الترجمة
العربية Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Türkçe اردو 中文 हिन्दी Hausa Kurdî Português සිංහල Nederlands অসমীয়া Oromoo Tiếng Việt Kiswahili አማርኛ ગુજરાતી پښتو ไทย Română മലയാളം नेपाली Malagasy Deutsch Кыргызча తెలుగుالشرح
მუაზმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: ერთხელ მოგზაურობაში ვიყავი მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად. ერთ დღეს მასთან ახლოს ავღმოჩნდი როცა მივდიოდით და , ვუთხარი: ო, ალლაჰის მოციქულო, მითხარი ისეთი საქმე, რომელიც სამოთხეში შემიყვანს და ჯოჯოხეთისგან დამაშორებს, მან მითხრა: შენ ისეთ დიდ საქმეზე მკითხე, რომლის შესრულება ადამიანისთვის მძიმეა, მაგრამ ის მარტივი და ადვილია მათთვის, ვისაც ალლაჰი ამ საქმეს გაუმარტივებს. შეასრულე ისლამის სავალდებულოებები: პირველი: ეთაყვანე ერთადერთ ალლაჰს და არ გაუთანაბრო მას არაფერი. მეორე პირობა: ლოცვის შესრულება: დღე-ღამის განმავლობაში შესასრულებელი ხუთი სავალდებულო ლოცვა: დილის ლოცვა, შუადღის ლოცვა, ნაშუადღევის ლოცვა, სამხრობის ლოცვა და ღამის ლოცვა, თავისი პირობებით, საფუძვლებით და ვალდებულებებით. მესამე პირობა: სავალდებულო ზაქათის გადახდა - ეს არის ფინანსური თაყვანისცემა, რომელიც სავალდებულოა იმ ქონებისთვის, რომელმაც მიაღწია შარიათით დადგენილ მინიმალურ ზღვარს. ზაქათი უნდა გაიცეს იმ ადამიანებზე, ვისაც შარიათის მიხედვით ეკუთვნის. მეოთხე: იმახულე რამაზანის თვეში, რაც გულისხმობს ჭამაზე, სმაზე და სხვა მარხვის დამრღვევებზე თავის შეკავებას თაყვანისცემის განზრახვით, ფაჯრის გამოჩენიდან მზის ჩასვლამდე. მეხუთე: შეასრულე ჰაჯობა მექქაში თაყვანისცემის აღსრულების მიზნით, თაყვანსაცემად დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰის მიმართ. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: გინდა გაგაცნო გზა, რომელიც სიკეთის კარებამდე მიგიყვანს? ეს გულისხმობს იმ ვალდებულებების შესრულების შემდეგ ნებაყოფლობითის დამატებას: პირველი: ნებაყოფლობითი მარხვა, რომელიც ხელს უშლის ცოდვებში ჩავარდნას, რადგან აქრობს სურვილს და ასუსტებს ვნებების ძალას. მეორე: ნებაყოფლობითი ქველმოქმედება აქრობს ცოდვას მისი ჩადენის შემდეგ, შლის მას და აქრობს მის კვალს. მესამე: თაჰაჯუდის ლოცვა ღამის უკანასკნელი მესამედში. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წაიკითხა ყოვლისშემძლე ალლაჰის სიტყვები: {ისინი საწოლებიდან წამოდგებიან...} — ანუ ისინი ტოვებენ თავის საწოლებს ლოცვის, ზიქრის, ყურანის კითხვისა და ლოცვისათვის, _... {მოუხმობენ თავიანთ ღმერთს შიშითა და სასოებით და ხარჯავენ იმას, რასაც ჩვენ სარჩოდ ვუწყალობებთ}.. შემდეგ: {და არცერთმა სულიერმა არ იცის, რა სიამეებია დაფარული მათ თვალთაგან...} . — ეს არის სიხარული, რომელსაც ისინი განიცდიან აღდგომის დღეს და სამოთხეში, {...იმის საზღაურად, რასაც აკეთებდნენ}. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: გინდა გითხრა რელიგიის საფუძველი? მისი საყრდენი, რაზეც ის დგას? და მისი მწვერვალი? თქვა მუ'აზმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): რათქმაუნდა, ო, ალლაჰის შუამავალო. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: საქმის თავი არის ისლამი, რაც ნიშნავს ორ დამოწმებას და მათი (შაჰადას) საშუალებით ადამიანი იძენს რელიგიის საფუძველს. მისი საყრდენი არის ლოცვა, რადგან არ არსებობს ისლამი ლოცვის გარეშე, ისევე როგორც არ არსებობს სახლი საყრდენის გარეშე. ვინც ლოცულობს, მისი რელიგია ძლიერდება და მაღლდება. მისი მწვერვალი და ამაღლება არის ჯიჰადი — ძალისხმევის გაწევა რელიგიის მტრებთან ბრძოლაში, რათა ალლაჰის სიტყვა იყოს უმაღლესი. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ნუთუ არ გაგაგებინო, როგორ უნდა გააუმჯობესო და გაამყარო ის, რაც ითქვა?» — თავის ენას მოეჭიდა, და თქვა: «შეიკავე ის და ნუ ილაპარაკებ იმაზე, რაც შენ არ გეხება». მუ’აზმა თქვა: ნუთუ ჩვენი უფალი მოგვთხოვს პასუხისგებას და დაგვსჯის ყველაფრისთვის, რასაც ვამბობთ?! მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "დაე, დედაშენმა დაკარგოს შენ!" — თუმცა, ეს არ იყო წყევლა, არამედ არაბთა გამონათქვამი, რომელსაც ისინი იყენებდნენ ყურადღების გასამახვილებლად რამე მნიშვნელოვან საკითხზე, რაც აუცილებლად უნდა სცოდნოდათ. შემდეგ მან თქვა: „განა სხვა რამე, გარდა იმისა, რასაც მათი ენები წარმოთქვამენ, აგდებს ადამიანებს ჯოჯოხეთში? ურწმუნოება, ცილისწამება(მრუშობაში), გინება, ცუდი საუბრები, ჭორაობა, ტყუილი და სხვა მსგავსი რამეები?“فوائد الحديث
საჰაბების, დაე, ალლაჰი კმაყოფილი იყოს მათით, ცოდნისადმი სწრაფვა დიდად მნიშვნელოვანი იყო, ამიტომაც ისინი ხშირად მიმართავდნენ მოციქულს (ალლაჰის მშვიდობა და კურთხევა მას) კითხვებით.
მოციქულთა მეგობრების, დაე, ალლაჰი კმაყოფილი იყოს მათით, რელიგიური საკითხების ღრმა გაგება გამოიხატებოდა იმაში, რომ მათ იცოდნენ, რომ კეთილი საქმეები სამოთხეში შესვლის მიზეზი იყო.
მუ'აზის (ალლაჰი კმაყოფილი იყოს მისით) მიერ დასმული კითხვა უდიდესია, რადგან ის შეეხება ცხოვრების და არსებობის არსს. ამ სამყაროში ყოველი არსების, იქნება ეს ადამიანი თუ ჯინი, მიზანია ან სამოთხის, ან ჯოჯოხეთის მიღება. ამიტომ, ეს კითხვა განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობის მატარებელია.
სამოთხეში შესვლა დამოკიდებულია ისლამის ხუთი საყრდენის შესრულებაზე, კერძოდ: ორი რწმენის დამოწმება, ლოცვა, ზაქათის გადახდა, მარხვა და ჰაჯობა.
რელიგიის მთავარ საფუძველს, უმაღლეს ამოცანას და ყველა მოვალეობას შორის ყველაზე მნიშვნელოვანს წარმოადგენს ერთღმერთიანობა — თაყვანისცემა მხოლოდ ერთ ალლაჰს, მისთვის თანაზიარის დადგენის გარეშე.
ალლაჰის წყალობა მის მსახურებზე გამოიხატება იმაში, რომ მან მათ წინ გახსნა სიკეთის კარი, რათა მათ შეძლონ მოიპოვონ საშუალებები ჯილდოს მიღებისა და ცოდვების მიტევებისთვის.
ალლაჰთან დაახლოების ღირსება დამატებითი საქმეების შესრულებით მას შემდეგ, რაც სავალდებულო ვალდებულებები შესრულებულია.
ლოცვას ისლამში აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც სვეტს აქვს კარავისთვის: ლოცვის არარსებობისას ისლამი ქრება, ზუსტად ისე, როგორც კარავი ინგრევა, თუ მისი სვეტი დაინგრევა.
ვალდებულებაა ენა დავიცვათ იმ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანის რელიგიას.
ენის შეკავება, მისი კონტროლი და გაკონტროლება არის ყველა სიკეთის საფუძველი.
التصنيفات
ისლამი