إعدادات العرض
რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) რამადანის თვეში ბოლო ათი დღე ღვთისმსახურებისთვის განმარტოვდებოდა…
რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) რამადანის თვეში ბოლო ათი დღე ღვთისმსახურებისთვის განმარტოვდებოდა მეჩეთში, გარდაცვალებამდე ასე იქცეოდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მისი ცოლები იქცეოდნენ ასე
მორწმუნეთა დედა და შუამავლის მეუღლე აიშა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: «რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) რამადანის თვეში ბოლო ათი დღე ღვთისმსახურებისთვის განმარტოვდებოდა მეჩეთში, გარდაცვალებამდე ასე იქცეოდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მისი ცოლები იქცეოდნენ ასე».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी සිංහල ئۇيغۇرچە Hausa Português Kurdî Tiếng Việt Kiswahili অসমীয়া ગુજરાતી Nederlands دری አማርኛ ไทย മലയാളം Română Magyar Oromooالشرح
მორწმუნეთა დედამ აიშამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცა, რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) რამადანის ბოლო ათ დღეს ყოველთვის ღვთისმსახურებაში ატარებდა მეჩეთში განმარტოებით, ის მათში ყადირის ღამეს ეძებდა, ის ასე აგრძელებდა სიცოცხლის ბოლომდე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მისი მეუღლეები იქცეოდნენ ასე (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი).فوائد الحديث
მისაღებია და დაშვებულია ი'თიქაფი მეჩეთებში, მათ შორის ქალებისთვისაც, შარიათის დადგენილი წესების დაცვით და იმ პირობით, რომ არ არსებობს ცდუნებისა და ფიტნის საშიშროება.
რამადანის ბოლო ათი დღის განმავლობაში მესჯიდში ღვთისმსახურებისთვის განმარტოვება დადასტურებულია; რადგან შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველთვის ასე იქცეოდა.
მეჩეთში ღვთისმსახურებისთვის განმარტოება არის სუნნა, ის არ გაუქმებულა, რადგან შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაცვალების შემდეგ მისი ცოლები განმარტოვდებოდნენ ხოლმე.
التصنيفات
ი'თიქააფი