მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყველაზე ხშირად გამოყენებული ვედრება იყო: "ო, ალლაჰ, ჩვენო უფალო!…

მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყველაზე ხშირად გამოყენებული ვედრება იყო: "ო, ალლაჰ, ჩვენო უფალო! მოგვმადლე ამქვეყნად სიკეთე, საიქიოში სიკეთე და დაგვიცავი ცეცხლის სატანჯველისგან». /ალლაჰუმმა რაბბანაა აათინაა ფიი დუნიაა ჰასანათან ვა ფილ აახირათი ჰასანათან ვა ყინაა 'აზააბა ნნაარ/

გადმოცემულია ანასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყველაზე ხშირად გამოყენებული ვედრება იყო: "ო, ალლაჰ, ჩვენო უფალო! მოგვმადლე ამქვეყნად სიკეთე, საიქიოში სიკეთე და დაგვიცავი ცეცხლის სატანჯველისგან». /ალლაჰუმმა რაბბანაა აათინაა ფიი დუნიაა ჰასანათან ვა ფილ აახირათი ჰასანათან ვა ყინაა 'აზააბა ნნაარ/

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხშირად მიმართავდა ალლაჰს მოკლე, მაგრამ ყოვლისმომცველი ვედრებებით, მათ შორის: "ო, ალლაჰ, ჩვენო უფალო! მოგვმადლე ამქვეყნად სიკეთე, საიქიოში სიკეთე და დაგვიცავი ცეცხლის სატანჯველისგან". ეს დუა მოიცავს ამქვეყნიური სიკეთეების თხოვნას, როგორიცაა ჰალალი და უხვი სარჩო, მორწმუნე მეუღლე, შვილი, რომელიც გულს ახარებს, სიმშვიდე, სასარგებლო ცოდნა, კეთილი საქმე და სხვა სასურველი და ნებადართული მოთხოვნები. ასევე მოიცავს საიქიოს სიკეთეებს, მათ შორისაა სასჯელებისგან დაცვა საფლავში, შეკრების ადგილზე და ცეცხლში, ალლაჰის კმაყოფილების მიღწევა, მუდმივ ნეტარებაში გამარჯვება და შემწყალებელ ღმერთთან სიახლოვე.

فوائد الحديث

სასურველია მოკლე და ყოვლისმომცველი ვედრებების გამოყენება, რადგან ეს არის მოციქულზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიბაძვა.

სრულყოფილი ფორმა ის არის, როდესაც ადამიანი თავის ვედრებაში მოითხოვს როგორც ამქვეყნიურ, ასევე საიქიო სიკეთეებს.

التصنيفات

გამორჩეული ვედრებები