إعدادات العرض
ვინც იტყვის ათჯერ
ვინც იტყვის ათჯერ
აბუ აიუბი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც იტყვის ათჯერ: "არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი, მას ეკუთვნის მეუფება და დიდება და ის ყოვლისშემძლეა / ლაა ილააჰა ილლაა ლლაჰ, ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ, ლაჰულ მულქუ ვა ლაჰულ ჰამდუ, ვა ჰუვა 'ალაა ქულლი შაი'ინ ყადიირ", - იქნება მსგავსი იმისა, ვინც ოთხი მონა გაათავისუფლა ისმაილის მოდგმიდან».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt සිංහල Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు မြန်မာ ไทย Deutsch 日本語 پښتو অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands ئۇيغۇرچە Kiswahili தமிழ் دری Fulfulde Magyar Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių Malagasy Română Kinyarwanda नेपाली Српски Soomaali Moore Українська Български Wolof Azərbaycan тоҷикӣ bm Oromoo Македонскиالشرح
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ ვინც იტყვის: "არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი, მას ეკუთვნის მეუფება და დიდება და ის ყოვლისშემძლეა", რომლის მნიშვნელობაც არის: არ არსებობს ჭეშმარიტი სათაყვანებელი, გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, რომელსაც არ ჰყავს თანამოზიარე, ის არის დიდებული მხოლოდ მას ეკუთვნის სრული მეუფება, ის იმსახურებს ქებას და დიდებას სიყვარულთან და განდიდებასთან ერთად და სხვა არავინ მის გარდა, ის არის ყოვლისშემძლე, და არ არსებობს რაიმე, რისი ძალაც მას არ შესწევდეს. ვინც გაიმეორებს ამ ძვირფას ზიქრს დღის განმავლობაში ათჯერ, მას დაეწერება მადლი მსგავსი იმისა, ვინც იხსნა ტყვეობიდან ოთხი მონა იბრაჰიმის ძის ისმაილის შთამომავლებიდან (ლოცვა და მშვიდობა მათ). მან გამოარჩია ისმაილის შთამომავლები იმიტომ, რომ ისინი სხვებზე მეტად დაფასებულნი არიან.فوائد الحديث
ამ სიტყვების ხსენების ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ადასტურებენ ყოვლისშემძლე ალლაჰის ერთობას მის ღვთაებრიობაში, მბრძანებლობაში, შეიცავენ მის დიდებასა და აბსოლუტურ ყოვლისშემძლეობას.
ამ ზიქრისთვის ჯილდოს მიიღებს ის, ვინც მას ან თანმიმდევრულად ან ცალკე წარმოთქვამს.
التصنيفات
ალლაჰის ხსენების სიკეთეები