إعدادات العرض
ერიდეთ უსამართლობას, რადგან უსამართლობა სიბნელეებია განკითხვის დღეს. ერიდეთ სიხარბეს, რადგან სიხარბემ დაღუპა…
ერიდეთ უსამართლობას, რადგან უსამართლობა სიბნელეებია განკითხვის დღეს. ერიდეთ სიხარბეს, რადგან სიხარბემ დაღუპა ის, ვინც თქვენს წინ იყო
გადმოცემულია ჯააბირ იბნ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მათით), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: ერიდეთ უსამართლობას, რადგან უსამართლობა სიბნელეებია განკითხვის დღეს. ერიდეთ სიხარბეს, რადგან სიხარბემ დაღუპა ის, ვინც თქვენს წინ იყო. მან მათ უბიძგა სისხლისღვრისკენ და აკრძალული საქმეების დაშვებისკენ».
[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt Hausa Kurdî Português සිංහල Svenska ગુજરાતી አማርኛ Yorùbá ئۇيغۇرچە Kiswahili پښتو অসমীয়া دری Кыргызча or Malagasy नेपाली Čeština Oromoo Română Nederlands Soomaali తెలుగు ไทย മലയാളം Српски Kinyarwanda ಕನ್ನಡ Lietuvių Wolof Українськаالشرح
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა უსამართლობისგან, რომელიც მოიცავს: ხალხის მიმართ უსამართლობას, საკუთარი თავის მიმართ უსამართლობას, ალლაჰის უფლების მიმართ უსამართლობას. უსამართლობა არის ის, როდესაც ადამიანი არ აძლევს თითოეულ უფლებამოსილს მის კანონიერ უფლებას. უსამართლობა განკითხვის დღეს წყვდიადად გადაიქცევა მისი ჩამდენთათვის, რაც გამოიხატება მძიმე გასაჭირსა და შიშით სავსე მდგომარეობებში. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვდა და შვიდობა მას) აკრძალა შუჰჰი — ეს არის უკიდურესი სიძუნწე, შერწყმული ძლიერი სიხარბით. შუჰჰი მოიცავს: ფინანსური უფლებების შესრულებაში ნაკლოვანებას, ამქვეყნიურ სიკეთეებზე გადამეტებულ სიხარბეს, ეს უსამართლობის სახეობა დაღუპვის მიზეზი გახდა ჩვენამდე არსებული ხალხებისთვის. იგი მათ უბიძგებდა ერთმანეთის მკვლელობისკენ და იმის დაშვებისკენ, რაც ალლაჰმა აკრძალა.فوائد الحديث
ქონების გაღება და ძმების თანადგომა სიყვარულისა და ურთიერთობის განმტკიცების მიზეზია.
სიძუნწე და შუჰჰი (სიხარბე) ადამიანებს უბიძგებს ცოდვების, უსამართლობისა და გარყვნილი ქმედებებისკენ.
წინა ხალხების მდგომარეობებისგან გაკვეთილის აღება აუცილებელია.