ჭეშმარიტად, მორწმუნეს შეუძლია თავისი კარგი ზნეობით მარხულისა და(მთელი ღამით) მლოცველის საფეხურს მიაღწიოს

ჭეშმარიტად, მორწმუნეს შეუძლია თავისი კარგი ზნეობით მარხულისა და(მთელი ღამით) მლოცველის საფეხურს მიაღწიოს

გადმოცემულია აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ შუამავალი (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) ამბობდა: «ჭეშმარიტად, მორწმუნეს შეუძლია თავისი კარგი ზნეობით მარხულისა და(მთელი ღამით) მლოცველის საფეხურს მიაღწიოს».

[სანდო მისი მოწმეებით] [გადმოსცა აბუ დაუდმა და აჰმადმა]

الشرح

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ კარგი ზნეობა ადამიანს მიაღწევინებს იმ საფეხურს, რასაც სისტემატიურად დღისით მარხვის და ღამით ლოცვის შემსრულებელი ადამიანი. კეთილზნეობა მოიცავს: სიკეთის კეთებას, თავაზიან ურთიერთობას, კეთილგანწყობილ გამომეტყველებას, ზიანის არ მიყენებას და შეურაცხყოფის მიმართ მოთმინებას.

فوائد الحديث

ისლამი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს კარგი ზნეობის ქონას და მის სრულყოფას.

კეთილზნეობის ღირსება იმდენად დიდია, რომ მას შეუძლია ადამიანი აიყვანოს იმ დონეზე, როგორც მარხული, რომელიც არ არღვევს მარხვას, და მლოცველი, რომელიც არ იღლება.

დღის მარხვის დაცვა და ღამის ლოცვების შესრულება ორი დიადი ქმედებაა, რომლებიც სულისთვის სირთულეს წარმოადგენს. ამ დონეს აღწევს კეთილზნეობის მქონე ადამიანი, ვინაიდან ავლენს მონდომებას და იბრძვის თავის თავთან, რათა სხვების მიმართ კეთილგანწყობა გამოავლინოს.

التصنيفات

დიდებული ზნეობა