ყოველი მათრობელა ნივთიერება არის ღვინო, და ყოველი მათრობელა ნივთიერება ჰარამია (აკრძალულია). ვინც ამქვეყნად…

ყოველი მათრობელა ნივთიერება არის ღვინო, და ყოველი მათრობელა ნივთიერება ჰარამია (აკრძალულია). ვინც ამქვეყნად ღვინოს დალევს და მასზე დამოკიდებულად დარჩება და არ მოინანიებს, საიქიოში მას ღვინო არ დაელევა

გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ყოველი მათრობელა ნივთიერება არის ღვინო, და ყოველი მათრობელა ნივთიერება ჰარამია (აკრძალულია). ვინც ამქვეყნად ღვინოს დალევს და მასზე დამოკიდებულად დარჩება და არ მოინანიებს, საიქიოში მას ღვინო არ დაელევა».

[სანდო (საჰიჰ)]

الشرح

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ყველაფერი, რაც აბნევს გონებას და ფანტავს მას, არის ალკოჰოლი და გამაბრუებელი, იქნება ეს სასმელი, საკვები, შესუნთქული თუ სხვა რაიმე ფორმით მიღებული. ყველაფერი, რაც აბრუებს და გონებას აქრობს, დიდებულმა და ძლევამოსილმა ალლაჰმა აკრძალა და მისი გამოყენება არ დაუშვა, როგორც დიდი ასევე მცირე რაოდენობით. და ვინც მიიღებს მათრობელა ნივთიერებების ნებისმიერ ტიპს, მუდმივად გამოიყენებს მათ და არ მოინანიებს სიკვდილამდე, იმსახურებს ალლაჰის სასჯელს, რაც გამოიხატება იმით, რომ მას სამოთხეში ღვინის დალევის უფლება არ მიეცემა.

فوائد الحديث

ალკოჰოლის აკრძალვის მიზეზი მისი გამაბრუებელი თვისებაა. ამიტომ, ყველაფერი, რაც აბრუებს, ნებისმიერი ტიპისა და ფორმის, ჰარამია (აკრძალულია).

ალლაჰმა ალკოჰოლი აკრძალა მისი დიდი ზიანისა და ბოროტი შედეგების გამო.

სამოთხეში ღვინის სმა წარმოადგენს სრულყოფილი სიამოვნებისა და სრული ნეტარების წყალობას.

ვისაც არ შეუკავებია თავი ალკოჰოლის სმისგან ამქვეყნად, ალლაჰი მას სამოთხეში ღვინის სმას აუკრძალავს, რადგან საზღაური საქციელის შესაფერისია.

მოწოდება ცოდვებისგან მონანიების დაჩქარებისკენ სიკვდილამდე.

التصنيفات

აკრძალული სასმელები