არ არსებობს დღეები, რომელშიც გაკეთებული კარგი საქმე უფრო მეტად საყვარელი იყოს ალლაჰისთვის, ვიდრე ამ დღეებში»,…

არ არსებობს დღეები, რომელშიც გაკეთებული კარგი საქმე უფრო მეტად საყვარელი იყოს ალლაჰისთვის, ვიდრე ამ დღეებში», იგულისხმება ზულ-ჰიჯჯას ათი დღე

გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ არსებობს დღეები, რომელშიც გაკეთებული კარგი საქმე უფრო მეტად საყვარელი იყოს ალლაჰისთვის, ვიდრე ამ დღეებში», იგულისხმება ზულ-ჰიჯჯას ათი დღე, ჰკითხეს ო, ალლაჰის შუამავალო, არც ჯიჰადი ალლაჰის გზაზე? მან თქვა: «არც ჯიჰადი ალლაჰის გზაზე, გარდა იმ კაცისა, რომელიც საკუთარი სულით და ქონებით გავა ალლაჰის გზაზე და ორივეს დაკარგავს იქ».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა ალ-ბუხარიმ, აბუ დაუდმა მისი სიტყვებით]

الشرح

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ ზულ-ჰიჯჯას თვის პირველ ათ დღეში შესრულებული კარგი საქმე უფრო კარგია, ვიდრე წელიწადის სხვა დღეებში შესრულებული საქმეები. საჰაბები (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) შეეკითხნენ შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სხვა დღეებში შესრულებული ჯიჰადი უფრო კარგი იყო თუ ამ დღეებში შესრულებული კარგი ქმედებები? რადგან მათ იცოდნენ, რომ ჯიჰადი იყო ყველაზე საუკეთესო საქმე. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: რომ ამ დღეებში შესრულებული კარგი საქმე უფრო უკეთესი იყო, ვიდრე სხვა დღეებში შესრულებული ჯიჰადი, გარდა იმ თავდადებული მუჯაჰიდისა, რომელიც სწირავს საკუთარ სულს და ქონებას ალლაჰის გზაზე, რომელმაც გახარჯა ქონება და შესწირა სული ალლაჰის გზაზე. ეს არის ის, რაც უკეთესია ამ ძვირფას დღეებში შესრულებულ სხვა ქმედებებზე.

فوائد الحديث

ზულ-ჰიჯჯას პირველ ათ დღეში შესრულებული ქმედებების მადლიანობა. მუსლიმმა უნდა გამოიყენოს ეს დღეები და მოუმატოს მასში ღვთისმსახურებას, უზენაესი ალლაჰის ხსენებას, ყურანის კითხვას, ალლაჰის განდიდებას, ერთღმერთიანობის სიტყვების წარმოთქმას, ალლაჰზე მადლობის გადახდას, ლოცვას, მოწყალების გაცემას, მარხვას და სხვა ყველა მადლიან საქმეს.

التصنيفات

ზულ-ჰიჯრას ათი დღე, საღთო ომის სიკეთე