إعدادات العرض
რას იტყვი, თუ შევასრულებ სავალდებულო ლოცვებს, ვიმარხვებ რამადანში, გავაკეთებ იმას, რაც დასაშვებია, და ავკრძალავ…
რას იტყვი, თუ შევასრულებ სავალდებულო ლოცვებს, ვიმარხვებ რამადანში, გავაკეთებ იმას, რაც დასაშვებია, და ავკრძალავ იმას, რაც აკრძალულია
გადმოცემულია აბუ ‘აბდულლაჰ ჯაბირ იბნ ‘აბდულლაჰ ალ-ანსარიდან (ალლაჰი იყოს მათით ორივეთი კმაყოფილი): ერთმა კაცმა ჰკითხა ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): რას იტყვი, თუ შევასრულებ სავალდებულო ლოცვებს, ვიმარხვებ რამადანში, გავაკეთებ იმას, რაც დასაშვებია, და ავკრძალავ იმას, რაც აკრძალულია, და ამას აღარაფერს დავამატებ, შევალ სამოთხეში? უპასუხა: «დიახ».
[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]
الترجمة
العربية Español አማርኛ English اردو Indonesia বাংলা Français Türkçe Русский Bosanski සිංහල हिन्दी 中文 فارسی Tiếng Việt Tagalog Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili தமிழ் မြန်မာ ไทย Deutsch پښتو অসমীয়া Shqip Nederlands ગુજરાતી Кыргызча नेपाली Lietuvių دری Српски тоҷикӣ Kinyarwanda Română Magyar Čeština Moore Malagasy Oromoo ಕನ್ನಡ Wolof Azərbaycan O‘zbek Українська Македонски ភាសាខ្មែរ Bambara ਪੰਜਾਬੀ मराठी Kirundi Kurmancî Bahasa Melayuالشرح
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ ვინც ასრულებს ხუთ სავალდებულო ლოცვებს, არ უმატებს მათ ნაფილ (ნებაყოფლობით) ლოცვებს, მარხულობს მხოლოდ რამადანის თვეს, ნებაყოფლობითი მარხვების გარეშე, თვლის ჰალალს (დაშვებულს) დასაშვებად და მოქმედებს მის შესაბამისად, ასევე თვლის ჰარამს (აკრძალულს) აკრძალულად და თავს არიდებს მას, ის შევა სამოთხეში.فوائد الحديث
მუსლიმის სწრაფვა უნდა იყოს ვალდებულებების შესრულება და ჰარამის (აკრძალულების) მიტოვება, ხოლო მიზანი სამოთხეში შესვლა.
ნებადართული ქმედების შესრულების მნიშვნელოვნება, ასევე აკრძალულისგან გარიდება და მტკიცე რწმენა მის აკრძალვაში.
ვალდებულებების შესრულება და ჰარამის (აკრძალულების) მიტოვება სამოთხეში შესვლის ძირითადი მიზეზია.
