إعدادات العرض
ვინც თქვა: არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და უარყო სხვა ყველაფერი, რასაც ალლაჰის გარდა ეთაყვანებიან,…
ვინც თქვა: არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და უარყო სხვა ყველაფერი, რასაც ალლაჰის გარდა ეთაყვანებიან, აკრძალულია მისი ქონება და სისხლი, მისი განკითხვა ალლაჰის ხელშია
გადმოცემულია ტაარიყ იბნ აშიამ ალ-აშჯა'ისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ვინც თქვა: არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და უარყო სხვა ყველაფერი, რასაც ალლაჰის გარდა ეთაყვანებიან, აკრძალულია მისი ქონება და სისხლი, მისი განკითხვა ალლაჰის ხელშია».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili தமிழ் မြန်မာ ไทย Deutsch 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands ئۇيغۇرچە සිංහල دری Magyar Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių Malagasy Română Kinyarwanda नेपाली Српски Wolof Soomaali Moore Українська Български Azərbaycan mr тоҷикӣ bm Македонскиالشرح
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ვინც დაამოწმა თავისი ენით "არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა", ანუ: არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა და უარყო სხვა ყველაფერი, რასაც ალლაჰის გარდა ეთაყვანებიან, განუდგა ყველა სარწმუნოებას ისლამის გარდა, მისი ქონება და სისხლი მუსლიმებისთვის აკრძალულია, ჩვენ მხოლოდ ღია (გარე) შეხედულებით უნდა ვიმოქმედოთ. მიუღებელია მისი ქონების მიტაცება და მისი სისხლის დაღვრა, გარდა იმ შემთხვევაში თუ ჩაიდინა ცოდვა ან დანაშაული და ეს გამოიწვევს მათ ხელყოფას ისლამური სამართლის აღსასრულებლად. ალლაჰია პასუხისმგებელი მის განკითხვაზე აღდგომის დღეს, თუ ის იყო მართალი დააჯილდოვებს მას, და თუ იყო ორპირი დასჯის მას.فوائد الحديث
წარმოთქმა, რომ "არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა", და უარყოფა იმ ყველაფრის, რასაც ალლაჰის გარდა ეთაყვანებიან - ისლამში შესვლის პირობაა.
(ლაა ილააჰა ილლაა ალლააჰ:)"არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა" - ამის მნიშვნელობაა: უარყოფა იმ ყველაფრის, რასაც ეთაყვანებიან, გარდა ალლაჰისა: კერპი, საფლავი თუ სხვა რამ. და უზენაესზე ერთღმერთიანად თაყვანისცემა.
ვინც წარმოთქვა ერთღმერთიანობის დამადასტურებელი სიტყვები და მის კანონებს ემორჩილება ღიად (აშკარად), აუცილებელია მისი სისხლის და ქონებსი დაცვა, სანამ აშკარად არ გამოჩნდება მისგან შარიათის საწინააღმდეგო რამ.
მუსლიმის ქონება, სიცოცხლე და სინდისი ხელშეუხებელია, გარდა შარიათით დადგენილი უფლებისა.
ამქვეყნად მისი მდგომარეობა გარე შეხედულებებით ფასდება, ხოლო იმქვეყნად კი განზრახვებით.
التصنيفات
თავჰიდი ულუჰია