შენ მიხვალ ხალხთან, რომლებიც წიგნის ხალხია. როცა მათთან მიხვალ, მოუწოდე მათ, რომ დაამოწმონ: არ არსებობს ღმერთი,…

შენ მიხვალ ხალხთან, რომლებიც წიგნის ხალხია. როცა მათთან მიხვალ, მოუწოდე მათ, რომ დაამოწმონ: არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მოციქულია

იბნ აბბასისგან გადმოცემულია (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «უთხრა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მუაზ იბნ ჯაბალს, როცა იემენში გააგზავნა: „შენ მიხვალ ხალხთან, რომლებიც წიგნის ხალხია. როცა მათთან მიხვალ, მოუწოდე მათ, რომ დაამოწმონ: არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მოციქულია. თუ ისინი დაგემორჩილდებიან ამაში, აცნობე მათ, რომ ალლაჰმა სავალდებულო გახადა მათთვის დღეში ხუთჯერ ლოცვა. თუ ისინი დაგემორჩილდებიან ამაში აცნობე მათ, რომ ალლაჰმა დააკისრა მათ ზაქათი, რომელიც მდიდრებიდან უნდა იყოს აღებული და ღარიბებისთვის გადაცემული. თუ ისინი დაგემორჩილდებიან ამაში, ფრთხილად იყავი, რომ არ წაართვა მათ საუკეთესო ქონება და ერიდე დაჩაგრულის წყევლას, რადგან მის ვედრებასა და ალლაჰს შორის ბარიერი არ არსებობს».

الشرح

როცა მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მუაზ იბნ ჯაბალი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) იემენში ალლაჰის გზაზე მოსახმობად და სწავლების მიზნით გაგზავნა, მან განუმარტა, რომ მას შეხვდებოდა ხალხი, რომლებიც ქრისტიანები იყვნენ, რათა მუაზი მზად ყოფილიყო მათთვის. მან ურჩია, რომ მათი მოწოდება დაწყებულიყო ყველაზე მნიშვნელოვანით, შემდეგ კი თანმიმდევრულად გაეგრძელებინა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება. პირველ რიგში, მუაზს უნდა დაეწყო მოწოდება მრწამსის გამოსწორებით, რომ დაემოწმებინათ: რომ არ არსებობს ღმერთი გარდა, ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მოციქულია. რადგან ამ სიტყვებით ისინი ისლამში შევლენ. და თუ ისინი დაემორჩილებიან ამ მოწოდებას, შემდეგ უბრძანე მათ ლოცვის შესრულება, რადგან ის თაჰვიდის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულებაა, თუ ისინი ლოცვაზე დაადგებიან, უბრძანე მათ მდიდრებს, რომ თავიანთი ქონებიდან ზაქათი ღარიბებს მისცენ. შემდეგ გაფრთხილება მისცა, რომ არ აიღოს მათი ქონების საუკეთესო ნაწილი, რადგან ვალდებულება არის ქონების საშუალო ნაწილის მიცემა. შემდეგ მუაზი დაარიგა, რომ თავი აერიდებინა უსამართლობის ჩადენისგან, რათა დაჩაგრულმა არ მოუხმოს ალლაჰს მის წინააღმდეგ, რადგანაც დაჩაგრულის ვედრება მიღებულია.

فوائد الحديث

დამოწმების მნიშვნელობა, რომ არ არსებობს ღვთაება ღირსეული თაყვანისცემისა, გარდა ალლაჰისა, ნიშნავს ალლაჰის ერთადერთობის აღიარება თაყვანისცემაში, და ალლაჰის გარდა სხვა ყოველგვარი თაყვანისცემის მიტოვბა.

დამოწმების მნიშვნელობა, რომ მუჰმმადი ალლაჰის მოციქულია - ის არის იმის რწმენა, რითაც მოვიდა ის და დაჯერება იმისა, რომ ის არის ალლაჰის შუამავლებიდან ბოლო გამოგზავნილი ადამიანებთან.

მიმართვა იმ ადამიანს, რომელსაც აქვს ცოდნა და ეჭვებით არის შეპყრობილი არ არის მსგავი მიმართვისა ისეთ ადამიანს, რომელსაც ცოდნა არ გააჩნია; ამიტომ გააფრთხილა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მუაზი ამ სიტყვებით: „ჭეშმარიტად, შენ მიდიხარ წიგნბოძებულ ხალხთან".

მნიშვნელოვანია, რომ მუსლიმი კარგად იცნობდეს თავის რელიგიას, რათა არ მოხვდეს იმ ადამიანების ეჭვებში, ვინც მათ თესავს, და ამის განხორციელება შესაძლებელია ცოდნის მიღებით.

იუდეველებისა და ქრისტიანების რელიგიის გაუქმებულობა ალლაჰის შუამავლის(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წარმოგზავნის შემდეგ. ასევე, ისინი არ იქნებიან გადარჩენილნი განკითხვის დღეს, სანამ არ შევლენ ისლამის რელიგიაში და არ ირწმუნებენ ალლაჰის მოციქულის მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას).