إعدادات العرض
იყო კაცი, რომელიც ხალხს სესხს აძლევდა, და ის თავის მსახურს ეუბნებოდა: "თუ გაჭირვებულთან მიხვალ, შეუნდე მას, იქნებ…
იყო კაცი, რომელიც ხალხს სესხს აძლევდა, და ის თავის მსახურს ეუბნებოდა: "თუ გაჭირვებულთან მიხვალ, შეუნდე მას, იქნებ ალლაჰმა მოგვიტევოს ჩვენც
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი გადმოსცემს), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «იყო კაცი, რომელიც ხალხს სესხს აძლევდა, და ის თავის მსახურს ეუბნებოდა: "თუ გაჭირვებულთან მიხვალ, შეუნდე მას, იქნებ ალლაჰმა მოგვიტევოს ჩვენც. და როცა ის ალლაჰს შეხვდა, ალლაჰმა მიუტევა მას».
[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी ئۇيغۇرچە Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili မြန်မာ Deutsch 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands සිංහල தமிழ் ไทย دری Български Fulfulde Magyar Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių Malagasy or Română Kinyarwanda тоҷикӣ O‘zbek Akan नेपाली Moore Azərbaycan Wolof Oromoo Українська km bm rn Македонски Српскиالشرح
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს კაცის შესახებ, რომელსაც ხალხთან კავშირი ჰქონდა სესხის მიცემით და ვაჭრობდა მათთან გადავადებით, ამ კაცს ჰყავდა მსახური, რომელიც ხალხის ვალებს აგროვებდა, და მას ეუბნებოდა: "თუ მიხვალ მევალესთან, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა ვალის დაბრუნების, მისი გაჭირვების გამო, «აპატიე მას»; ეს შეიძლება ნიშნავდეს ვალის დაბრუნების გადადებას ან დაჟინებით არ მოთხოვნას. ან შეიძლება ნიშნავდეს იმის მიღებას, რაც მას აქვს თუნდაც ეს იყოს ნაკლოვანით, რადგან ის ადამიანი იმედოვნებდა და სურდა, რომ ალლაჰმა მასაც აპატიოს(იმის გამო რომ მან გაჭირვებულის მდგომარეობა გაითვალისწინა), და როდესაც ის კაცი გარდაიცვალა, ალლაჰმა აპატია მას მისი ცოდვები.فوائد الحديث
ადამიანებთან კეთილგანწყობით მოპყრობა, მათი შეცდომების მიტევება და გაჭირვებულის მიმართ ლმობიერება არის იმ უმნიშვნელოვანეს მიზეზთაგან, რაც განკითხვის დღეს მსახურის გადარჩენას განაპირობებს.
კეთილგანწყობა ღმერთის ქმნილებების მიმართ, გულწრფელობა ალლაჰისთვის და იმედი მისი მოწყალების მიღებისკენ არის იმ მიზეზთაგან, რაც ცოდვათა მიტევებას იწვევს.
التصنيفات
დიდებული ზნეობა