إعدادات العرض
თუ ერთი ალლაჰის მონა დაფარავს (დაიცავს) მეორე მონას ამქვეყნად, ალლაჰი უთუოდ დაფარავს მას განკითხვის დღეს
თუ ერთი ალლაჰის მონა დაფარავს (დაიცავს) მეორე მონას ამქვეყნად, ალლაჰი უთუოდ დაფარავს მას განკითხვის დღეს
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თუ ერთი ალლაჰის მონა დაფარავს (დაიცავს) მეორე მონას ამქვეყნად, ალლაჰი უთუოდ დაფარავს მას განკითხვის დღეს».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt සිංහල Hausa Kurdî Kiswahili Português தமிழ் Nederlands অসমীয়া ગુજરાતી አማርኛ پښتو ไทย മലയാളം नेपाली Magyarالشرح
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ როდესაც ერთი მუსლიმი დაფარავს (დაიცავს) მეორე მუსლიმს რამეში, ყოვლისშემძლე და უზენაესი ალლაჰი უთუოდ დაფარავს მას განკითხვის დღეს, რადგან საზღაური შეესაბამება ქმედებას. იგულისხმება, რომ ალლაჰი არ გამოამჟღავნებს მის ნაკლოვანებებსა და ცოდვებს სხვათა წინაშე, როდესაც ადამიანები შეკრებილნი იქნებიან აღდგომის დღეს, ან არ დასჯის მას მათ გამო და არ შეახსენებს მათ.فوائد الحديث
რელიგიაში მოწონებულია მუსლიმის დაფარვა, თუ მან ჩაიდინა ისეთი რამ, რაც ალლაჰის მიმართ ურჩობაა. თუმცა, ამასთან ერთად, მან უნდა გაკიცხოს, რჩევა მისცეს და ალლაჰის შიში შთააგონოს მას. თუ ადამიანი ეკუთვნის ცუდთა და უზნეოთა რიგს, რომლებიც ღიად ჩადიან ცოდვებსა და უსამართლო საქმეებს, მათი ცუდი ქმედებების დაფარვა არ არის სასურველი, რადგან ეს მათ უფრო მეტად გაათამამებს და ახალ ცოდვებზე წააქეზებს.
პირიქით, ასეთი ადამიანებზე უნდა შეატყობინონ მმართველობას, თუნდაც ეს მათი ქმედებების გამჟღავნებას ნიშნავდეს, რადგან ისინი თვითონვე არ მალავენ თავიანთ ცოდვებსა და შეცდომებს.
სხვა ადამიანების შეცდომების დაფარვის სასურველობა.
სხვათა შეცდომების დაფარვის სარგებლობა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანმა, რომელიც შეცდა, მიიღოს შესაძლებლობა გააანალიზოს თავისი ქცევა და მოინანიოს ალლაჰის წინაშე. რადგან ცოდვების საჯაროდ გამოფენა და იმ ნაკლოვანებების გამჟღავნება, რასაც ადამიანი სხვა ადამიანებისგან მალავს და რის გამოც შერცხვებოდა, მიეკუთვნება უზნეობის გავრცელებას, რომელიც ანგრევს საზოგადოებრივ ცნობიერებას და ხალხში იწვევს ცდუნებას, რათა იგივე ქმედებები ჩაიდინონ.