إعدادات العرض
ჭეშმარიტად, საქმეები (ფასდება) მხოლოდ განზრახვებით, და ჭეშმარიტად, თითოეული ადამიანი (მიიღებს) მხოლოდ იმას, რისი…
ჭეშმარიტად, საქმეები (ფასდება) მხოლოდ განზრახვებით, და ჭეშმარიტად, თითოეული ადამიანი (მიიღებს) მხოლოდ იმას, რისი მიღებაც განიზრახა
გადმოცემულია უმარ იბნ ალ-ხატტაბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰმა დალოცოს ის და მიესალმოს) თქვა: "ჭეშმარიტად, საქმეები (ფასდება) მხოლოდ განზრახვით, და ჭეშმარიტად, ადამიანი (მიიღებს) მხოლოდ იმას, რისი მიღებაც განზრახული ჰქონდა. ასე რომ, ვინც გადასახლდა ალლაჰის და მისი მოციქულის ხათრით, ის გადასახლდა ალლაჰთან და მის მოციქულთან. ხოლო ვინც გადასახლდა ამქვეყნიური სარგებლობისთვის ან ქალისთვის, რომელზეც სურდა დაქორწინება, ის გადასახლდა მხოლოდ იმ მიზნისთვის, რისთვისაც გადასახლდა". ალ-ბუხარის ვერსიაში ნათქვამია: "ჭეშმარიტად, საქმეები (ფასდება) მხოლოდ განზრახვებით, და ჭეშმარიტად, თითოეული ადამიანი (მიიღებს) მხოლოდ იმას, რისი მიღებაც განიზრახა".
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili தமிழ் မြန်မာ Deutsch 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands ئۇيغۇرچە සිංහල ไทย دری Fulfulde Magyar Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių Malagasy or Română Kinyarwanda Српски тоҷикӣ O‘zbek Moore नेपाली Oromoo Wolof Soomaali Български Українська Azərbaycan bm lnالشرح
მოციქული(ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) განმარტავს, რომ ყველა საქმე ფასდება განზრახვით. ეს წესი ვრცელდება ყველა საქმეზე, იქნება ეს თაყვანისცემა თუ ადამიანებს შორის ურთიერთობები. ვინც აკეთებს საქმეს მხოლოდ სარგებლის მიღების მიზნით, მიიღებს მხოლოდ იმას, რაც ისურვა, და ვერ მიიღებს ჯილდოს. ხოლო ვინც აკეთებს საქმეს, რათა მიახლოვდეს უზენაეს ალლაჰს, მიიღებს ჯილდოსა და აღიარებას მისგან, თუნდაც საქმე ჩვეულებრივი იყოს, მაგალითად, საკვების მიღება ან წყლის დალევა. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს) მოიყვანა მაგალითი, რათა აეხსნა განზრახვის გავლენა საქმეებზე, თუნდაც ისინი გარეგნულად ერთნაირად გამოიყურებოდნენ. მან განმარტა, რომ ვინც ჰიჯრას (გადასახლებას) შეასრულებს და ტოვებს საკუთარ სამშობლოს, რათა მოიპოვოს თავისი უფლის კმაყოფილება, მისი ჰიჯრა არის კანონიერად და შარიათის მიხედვით მისაღები, და ის მიიღებს ჯილდოს თავისი გულწრფელი განზრახვის გამო. ხოლო ვინც ჰიჯრას ასრულებს ამქვეყნიური სიამოვნებისთვის, იქნება ეს სიმდიდრე, სტატუსი, ვაჭრობა თუ ცოლი, მიიღებს მხოლოდ იმ სარგებელს, რაზეც ფიქრობდა, და მისთვის არ იქნება არანაირი ჯილდო და საზღაური ალლაჰისგან.فوائد الحديث
მოწოდება გულწრფელობისკენ, რადგანაც ალლაჰი იღებს მხოლოდ გულწრფელად მისი სახისთვის შესრულებულ საქმეებს.
თუ სრულწლოვანი ადამიანი ასრულებს საქმეებს, რომლითაც მიახლოვდება ყოვლისშემძლე და დიად ალლაჰთან, მაგრამ ამას აკეთებს უბრალოდ ჩვევის გამო, ის ვერ მიიღებს ჯილდოს, სანამ არ გააკეთებს ამას ალლაჰთან მიახლოვების განზრახვით.
التصنيفات
გულის საქმეები