إعدادات العرض
მოწყალება (სადაყა) არაფრით ამცირებს სიმდიდრეს. ალლაჰი თავის მონას, რომელიც პატიობს სხვებს, არაფერს უმატებს,…
მოწყალება (სადაყა) არაფრით ამცირებს სიმდიდრეს. ალლაჰი თავის მონას, რომელიც პატიობს სხვებს, არაფერს უმატებს, გარდა დიდებისა, და ვინც ალლაჰისთვის თავმდაბლობას გამოიჩენს, ალლაჰი მას აუცილებლად აამაღლებს
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მოწყალება (სადაყა) არაფრით ამცირებს სიმდიდრეს. ალლაჰი თავის მონას, რომელიც პატიობს სხვებს, არაფერს უმატებს, გარდა დიდებისა, და ვინც ალლაჰისთვის თავმდაბლობას გამოიჩენს, ალლაჰი მას აუცილებლად აამაღლებს».
[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt සිංහල ئۇيغۇرچە Kurdî Hausa Português മലയാളം မြန်မာ ไทย Deutsch 日本語 پښتو অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands తెలుగు Kiswahili தமிழ் دری Fulfulde Magyar ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių or Română Kinyarwanda Српски O‘zbek Moore नेपाली Oromoo Wolof Soomaali Български Українська Azərbaycanالشرح
მოციქული (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) განმარტავს, რომ მოწყალება არ ამცირებს ქონებას, არამედ ხდება მიზეზი იმისა, რომ იცავს ადამიანს გასაჭირისა და უბედურებებისგან. ალლაჰი გულუხვად აჯილდოებს მას, ვინც გასცემს მოწყალებას დიდი სიკეთით. ამგვარად, სადაყა არ არის დანაკარგი, არამედ ის არის სიმდიდრის ზრდა. რაც უფრო მეტად პატიობს ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ აქვს შურისძიების ან სასჯელის შესაძლებლობა, ეს (პატიება) მით უფრო მეტად უმატებს მას ძალასა და დიდებას. ალლაჰი, როგორც საზღაურად, აუცილებლად აამაღებს და პატივს მიაგებს მას, ვინც გამოიჩენს თავმდაბლობას და მორჩილებას ალლაჰის გულისთვის, და არა შიშის, მლიქვნელობის ან ვინმესგან სარგებლის მიღების მიზეზით.فوائد الحديث
სიკეთე და წარმატება შარიათისადმი მორჩილებასა და კეთილი საქმეების აღსრულებაშია, თუნდაც ზოგიერთი ხალხი საპირისპიროდ ფიქრობდეს.
التصنيفات
ნებაყოფლობით მოწყალების გაცემა