إعدادات العرض
[სურა] 'თქვი: ის – ალლაჰია, ერთია, და ორი დამცავი სურა (მუ'ავვიზათანი) დილით და საღამოს სამჯერ, და ეს დაგიცავს ყველა…
[სურა] 'თქვი: ის – ალლაჰია, ერთია, და ორი დამცავი სურა (მუ'ავვიზათანი) დილით და საღამოს სამჯერ, და ეს დაგიცავს ყველა ცუდისგან
აბდულლაჰ იბნ ხუბაიბმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: «ჩვენ წვიმიან და ბნელ ღამეს გავედით, რათა გვეპოვა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რათა ჩვენთან ერთად ლოცვა შეესრულებინა. როდესაც ვიპოვეთ იგი, მან მითხრა: "თქვი?" მე არაფერი ვთქვი. [ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)] თქვა: «თქვი». კვლავ გავჩუმდი. [ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)] თქვა: «თქვი». ვკითხე: «რა ვთქვა, ო, ალლაჰის მოციქულო?» [ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)] თქვა: [სურა] 'თქვი: ის – ალლაჰია, ერთია, და ორი დამცავი სურა (მუ'ავვიზათანი) დილით და საღამოს სამჯერ, და ეს დაგიცავს ყველა ცუდისგან».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Hausa Kurdî Português සිංහල Svenska ગુજરાતી አማርኛ Yorùbá ئۇيغۇرچە Tiếng Việt Kiswahili پښتو অসমীয়া دری Кыргызча or Malagasy नेपाली Čeština Oromoo Română Nederlands Soomaali తెలుగు ไทย മലയാളം Српски Kinyarwanda ಕನ್ನಡ Lietuvių Wolofالشرح
მოციქულის რჩეული თანამგზავრი, აბდულლაჰ იბნ ხაბიბი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), გვაუწყებს, რომ ისინი გამოვიდნენ ღამით, როდესაც ძლიერი წვიმა იყო და სიბნელე ძალიან მკაცრი, რათა შუამავალთან )ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მისულიყვნენ და ეთხოვათ, რომ ელოცა მათთან ერთად, და მათ იგი იპოვეს. მაშინ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მას უთხრა: «თქვი», რაც ნიშნავს — «წაიკითხე» და მაგრამ მას არაფერი წაუკითხავს. მაშინ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კვლავ გაიმეორა თავისი სიტყვები. აბდულლაჰმა თქვა: რა წავიკითხო ო, ალლაჰის შუამავალო? მაშინ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: „წაიკითხე სურა ალ-იხლას {ყულ ჰუვალლაჰუ აჰად} და ორი დამცავი სურა — {ფალაყი და ნაასი} საღამოსა და დილით სამჯერ. ეს დაგიცავს ყოველგვარი ბოროტებისა და ცუდისგან.“فوائد الحديث
სურათ ალ-იხლასისა და ორი დამცავი სურას (ალ-ფალაყი და ან-ნაასის) წაკითხვა დილით და საღამოს სასურველია, რადგან ისინი წარმოადგენენ დაცვას ყოველგვარი ბოროტებისგან.
სურა ალ-იხლასისა და ორი დამცავი სურას (ალ-ფალაყი და ან-ნაასის) წაკითხვის ღირსება.
التصنيفات
დილის და საღამოს ვედრებები