إعدادات العرض
თქვი: ლაა ილაჰა ილლა ლლააჰ ვაჰდაუ ლა შარიიქა ლაჰ, ალლაჰუ აქბარ, ვალ-ჰამდულილლაჰი ქასიირა, სუბჰაანალლაჰი რაბბილ…
თქვი: ლაა ილაჰა ილლა ლლააჰ ვაჰდაუ ლა შარიიქა ლაჰ, ალლაჰუ აქბარ, ვალ-ჰამდულილლაჰი ქასიირა, სუბჰაანალლაჰი რაბბილ 'აალამიინ, ლაა ჰავლა ვალაა ყუვვათა ილლაჰ ბილლაჰილ 'აზიიზილ ჰაქიიმ
სა'დისგან გადმოცემულია (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: ერთხელ ბედუინი მივიდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და უთხრა: "მასწავლე სიტყვები, რომლებსაც წარმოვთქვამ ხოლმე". უპასუხა: «თქვი: ლაა ილაჰა ილლა ლლააჰ ვაჰდაუ ლა შარიიქა ლაჰ, ალლაჰუ აქბარ, ვალ-ჰამდულილლაჰი ქასიირა, სუბჰაანალლაჰი რაბბილ 'აალამიინ, ლაა ჰავლა ვალაა ყუვვათა ილლაჰ ბილლაჰილ 'აზიიზილ ჰაქიიმ», ბედუინმა შემდეგ უთხრა: „ეს ყველაფერი ჩემს ღმერთს ეკუთვნის, მაგრამ ჩემთვის რა არის?“ შუამავალმა მიუგო: «თქვი: ო, ალლაჰ მაპატიე, შემიწყალე, დამადგინე ჭეშმარიტ გზაზე და მომმადლე სარჩო». /ალლაჰუმმა ღფირ ლიი ვარ ჰამნიი ვაჰდინიი ვარ ზუყნიი/.
الترجمة
العربية Bosanski English فارسی Français Bahasa Indonesia Русский Türkçe اردو 中文 हिन्दी Español Kurdî Português සිංහල Svenska ગુજરાતી አማርኛ Yorùbá ئۇيغۇرچە Tiếng Việt Hausa Kiswahili پښتو অসমীয়া دری Кыргызча or Malagasy नेपाली Čeština Oromoo Română Nederlands Soomaali తెలుగు ไทย മലയാളം Српски Kinyarwanda ಕನ್ನಡ Lietuvių Wolofالشرح
ერთმა ბედუინმა ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სთხოვა, რომ მისთვის ალლაჰის ხსენების სიტყვები ესწავლებინა. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) უთხრა: თქვი: "ლაა ილააჰა ილლა ლლააჰ ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ" , ხსენება დაიწყო ერთღმერთიანობის დამოწმებით, რაც ნიშნავს: არ არსებობს ღვთაება, თაყვანისცემის ღირსი, გარდა ალლაჰისა. ''ალლაჰუ აქბარ ქაბიირა'' რაც ნიშნავს: ალლაჰი ყველაფერზე დიდია და უმაღლესია, ''ვალ-ჰამდულილლაჰი ქასიირა'' რაც ნიშნავს: ალლაჰს უამრავი ქება, მისი თვისებების, ქმედებებისა და უთვალავი მოწყალებისთვის, ''სუბჰაანალლაჰი რობბილ 'აალამაინ'' ნიშნავს: ალლაჰი, სამყაროების ღმერთი წმინდაა ყოველი ნაკლოვანებისგან, ''ლაა ჰავლა ვალლა ყუვვათა ილლაა ბილლაჰილ აზიიზილ ჰაქიიმ'' ანუ: არ არსებობს ძალა და ძლევამოსილება გარდა ალლაჰისა მისი დახმარებით და შეწევნით, მაშინ კაცმა თქვა: „ეს სიტყვები ჩემი ღმერთისთვის და მისი ხსენებისა და განდიდებისთვის და რა არის ვედრებიდან ჩემთვის? მაშინ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: თქვი: ''ო, ღმერთო მაპატიე" ცოდვების წაშლით და მათი დაფარვით, ''და შემიწყალე'' ჩემთვის სასარგებლო და საჭირო სარგებლის მომატებით როგორც რელიგიურ, ასევე ამქვეყნიურ საკითხებში, ''დამადგინე ჭეშმარიტ გზაზე'' საუკეთესო მდგომარეობისა და სწორი გზისკენ, ''მიბოძე სარჩო'' ჰალალი სიმდიდრე, ჯანმრთელობა და ყველა სიკეთე და კეთილდღეობა.فوائد الحديث
წაქეზება ალლაჰის ხსენებისკენ თაჰლიილით თაქბირით, თაჰმიდით და თასბიჰით.
სასურველია ალლაჰის ხსენება და მისი განდიდება ვედრების წინ.
სასურველია, რომ ადამიანმა მოუხმოს საუკეთესო ვედრებით და გამოიყენოს ისეთი ცნობადი ვედრებები, რომლებიც მოიცავს ამქვეყნიური და საიქიოს სიკეთეებს. ასევე სთხოვოს მას ის, რაც სურს.
მსახურისთვის საჭიროა მონდომებით ისწავლოს ის, რაც სარგებელს მოუტანს ამქვეყნად და საიქიოშიც.
წახალისება მიტევების, მოწყალებისა და საზრდოს თხოვნისთვის, რადგან ეს ყველაფერი საერთო სიკეთეა.
მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გულმოწყალება თავისი ხალხისთვის იმ სასარგებლოს სწავლების საქმეში, რაც მათ სარგებელს მოუტანს.
მოწყალება მიტევების შემდეგ არის ნახსენები, რათა გაწმენდის სრულყოფილება მოხდეს. მიტევება ნიშნავს ცოდვების დაფარვას, მათ წაშლასა და ჯოჯოხეთისგან თავის დაღწევას, ხოლო მოწყალება — სიკეთეების მიღებასა და სამოთხეში შესვლას, აი ეს არის უდიდესი წარმატება.