إعدادات العرض
ვინც ისლამში გამორჩეულია სიკეთით, მას არ დაეკისრება პასუხი ჯაჰილიაში ჩადენილის გამო; ხოლო ვინც ისლამში ცუდად…
ვინც ისლამში გამორჩეულია სიკეთით, მას არ დაეკისრება პასუხი ჯაჰილიაში ჩადენილის გამო; ხოლო ვინც ისლამში ცუდად მოიქცევა, მას პასუხს მოსთხოვენ როგორც წარსულზე, ისე აწმყოზე
იბნ მას'უდმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: ერთმა კაცმა ჰკითხა: "ო, ალლაჰის მოციქულო ვაგებთ პასუხს იმაზე, რაც ჯაჰილიაში (ისლამამდე) ჩავიდინეთ?" უპასუხა: „ვინც ისლამში გამორჩეულია სიკეთით, მას არ დაეკისრება პასუხი ჯაჰილიაში ჩადენილის გამო; ხოლო ვინც ისლამში ცუდად მოიქცევა, მას პასუხს მოსთხოვენ როგორც წარსულზე, ისე აწმყოზე".
الترجمة
العربية Kurdî English Kiswahili Español اردو Português বাংলা Bahasa Indonesia فارسی தமிழ் हिन्दी සිංහල Tiếng Việt മലയാളം Русский မြန်မာ ไทย پښتو অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands ئۇيغۇرچە Türkçe Bosanski Hausa తెలుగు دری Ελληνικά Azərbaycan Български Fulfulde Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių Malagasy or Română Kinyarwanda Српски тоҷикӣ O‘zbek नेपाली Moore Oromoo Wolof Tagalog Soomaali Français Українська bm Deutsch Македонски Magyar 中文الشرح
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს ისლამში შესვლის ღირსებას. ასევე ის, ვინც მიიღებს ისლამს და სწორად დაიცავს მას, იყო გულწრფელი და მართალი ამაში, არ აგებს პასუხს იმ ცოდვებზე, რომლებიც მან უმეცრების დროს ჩაიდინა. ხოლო ვინც ისლამში ცუდად მოიქცევა, იქნება ფარისეველი ან გავა რწმენიდან, მას პასუხს მოსთხოვენ როგორც ქუფრში (ურწმუნოობაში) ჩადენილისთვის, ასევე ისლამის პერიოდში ჩადენილი ცოდვების გამოც.فوائد الحديث
საჰაბების (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი )შფოთვა და შიში იმ ქმედებების გამო, რომლებიც მათ ისლამამდე უმეცრების პერიოდში ჩაიდინეს.
მოწოდება ისლამში სიმტკიცისაკენ.
ისლამში შესვლის ღირსება და ის, რომ ეს არის წარსული ცოდვების გამოსყიდვის გზა.
რელიგიის მიმტოვებელნი(მურთადდი) და ფარისეველნი(მუნააფიყი) აგებენ პასუხს თავიანთ ყველა ქმედებაზე, რაც ჯაჰილიის პერიოდში ჩაიდინეს და ყველა ცოდვაზე, რაც ისლამში ყოფნისას ჩაიდინეს.