إعدادات العرض
არ დადება განკითხვის დღე მანამ, სანამ მზე არ ამოვა დასავლეთიდან. როცა მზე ამოვა და ადამიანები მას დაინახავენ,…
არ დადება განკითხვის დღე მანამ, სანამ მზე არ ამოვა დასავლეთიდან. როცა მზე ამოვა და ადამიანები მას დაინახავენ, ყველა ირწმუნებს
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "არ დადება განკითხვის დღე მანამ, სანამ მზე არ ამოვა დასავლეთიდან. როცა მზე ამოვა და ადამიანები მას დაინახავენ, ყველა ირწმუნებს იმ დროს {არავის რწმენა არ მოიტანს სარგებელს, ვინც მანამდე არ ირწმუნა ან თავის რწმენაში სიკეთე ვერ მოიპოვა} [ალ-ან'აამ: 158] და როდესაც დადგება ეს საათი, ორი ადამიანი, რომლებმაც დააფინეს ნაჭერი, ვერ მოასწრებენ მის გაყიდვას, ვერც ყიდვას და ვერც აკეცვას; და როდესაც დადგება ეს საათი, ადამიანი, რომელიც თავის აქლემს რძეს მოწველის და წაიღებს, ვერ მოასწრებს მის დალევას; და როდესაც დადგება ეს საათი, ადამიანი, რომელიც თიხით ფარავს თავის წყლის რეზერვუარს (იგულისხმება ის, ვინც აძლიერებს ან არემონტებს რეზერვუარის კედლებს, საიდანაც ის აქლემებს ასმევდა წყალს), ვერ მოასწრებს, რომ ააქლემებს დაალევინოს იქიდან; და როდესაც დადგება ეს საათი, ადამიანი, რომელმაც საკვების ნატეხი მიიტანა პირთან, ვერ მოასწრებს მის ჭამას".
الترجمة
العربية English မြန်မာ Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands اردو Español Bahasa Indonesia ئۇيغۇرچە বাংলা Türkçe Bosanski සිංහල हिन्दी Tiếng Việt Hausa മലയാളം తెలుగు Kiswahili ไทย پښتو অসমীয়া Shqip دری Ελληνικά Български Fulfulde Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių Malagasy or Română Kinyarwanda Српски тоҷикӣ O‘zbek नेपाली Moore Kurdî Oromoo Wolof Soomaali Français Azərbaycan Tagalog Українська bm தமிழ் Deutsch Português mk Magyar فارسیالشرح
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას გვამცნობს), რომ ბოლო ჟამის დიდი ნიშნებიდან ერთ-ერთი ის არის, რომ მზე ამოვა დასავლეთიდან, ნაცვლად აღმოსავლეთისა, და როცა ადამიანები მას დაინახავენ, ყველა ირწმუნებს. მაგრამ იმ დროს ურწმუნოს რწმენა არ მოუტანს სარგებელს, ასევე არც კარგი საქმეები და არც მონანიება. შემდეგ გვამცნო ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ განკითხვის დღე დადგება ისე მოულოდნელად, რომ ადამიანები თავიანთი საქმეებითა და ყოველდღიური ცხოვრებით იქნებიან დაკავებულნი. ბოლო ჟამი დადგება, როცა გამყიდველი და მყიდველი თავიანთ სამოსს ერთმანეთს შორის გაშლიან, მაგრამ ვერც გაყიდიან და ვერც დაკეცავენ. ბოლოჟამი დადგება, როცა კაცი აიღებს თავისი აქლემის რძეს, მაგრამ ვერ მოასწრებს მის შესმას, ბოლოჟამი დადგება, როცა კაცი აუზს შეაკეთებს და ამაგრებს მას, მაგრამ ვერ დაალევინებს იქიდან წყალს. ბოლო ჟამი დადგება, როცა კაცი თავის საჭმელს პირთან მიიტანს შესაჭმელად, მაგრამ ვეღარ (მოასწრებს) შეჭამს.فوائد الحديث
ისლამი და მონანიება მიიღება მხოლოდ იქამდე, სანამ მზე დასავლეთიდან ამოვა.
განკითხვის დღისთვის მზადყოფნისკენ მოწოდება რწმენითა და კეთილი საქმეებით, რადგან ბოლოჟამი მოულოდნელად მოვა.