إعدادات العرض
„აღდგომის დღეს მოიყვანენ სიკვდილს. ის იქნება თეთრი ვერძის
„აღდგომის დღეს მოიყვანენ სიკვდილს. ის იქნება თეთრი ვერძის
აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): „აღდგომის დღეს მოიყვანენ სიკვდილს. ის იქნება თეთრი ვერძის სახით. შემდეგ მომხმობი გამოაცხადებს: 'ო, სამოთხის მკვიდრნო, იცნობთ ამას?' ისინი წაიწევენ კისრებს, აწევენ თავებს და მას დაინახავენ, იტყვიან: 'დიახ, ეს არის სიკვდილი'. რადგან ყველას მათგანს მოუხდა მისი ნახვა და მასთან შეხვედრა. შემდეგ მომხმობი გამოაცხადებს: 'ო, ცეცხლის მკვიდრნო, იცნობთ ამას?' ისინი წაიწევენ კისრებს, აწევენ თავებს და მას დაინახავენ, იტყვიან: 'დიახ, ეს არის სიკვდილი'. რადგან ყველა მათგანს მოუხდა მისი ნახვა და მასთან შეხვედრა. შემდეგ გაეცემა ბრძანება, რომ ის დაიკლას და ის დაიკვლება, რის შემდეგაც ეტყვიან: 'ო, სამოთხის მცხოვრებლებო, ახლა იქნება მარადისობა და აღარ იქნება სიკვდილი! ო, ცეცხლის მცხოვრებლებო, ახლა იქნება მარადისობა და აღარ იქნება სიკვდილი!» შემდეგ წაიკითხა აიათი : "და შეაგონე ისინი სინანულის დღით, როცა საქმე გადაწყვეტილი იქნება, მაგრამ ისინი უგულისხმონი არიან და არ სწამთ". [მარიამ: 39] ამქვეყნის მკვიდრნი, ესენი არიან უგულისყურონი { და მათ არ ირწმუნებენ} [მარიან: 39]
الترجمة
العربية English မြန်မာ Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands اردو Español Bahasa Indonesia ئۇيغۇرچە বাংলা Türkçe Bosanski සිංහල हिन्दी Tiếng Việt Hausa മലയാളം తెలుగు Kiswahili ไทย پښتو অসমীয়া Shqip دری Ελληνικά Български Fulfulde Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių Malagasy Română Kinyarwanda Српски тоҷикӣ O‘zbek नेपाली Moore Kurdî Oromoo Wolof Soomaali Français Azərbaycan Tagalog Українська தமிழ் bm Deutsch Português mkالشرح
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ აღდგომის დღეს სიკვდილი იქნება თეთრ-შავი ფერის ვერძის (ცხვრის) სახით მოყვანილი. შემდეგ მოუხმობენ სიტყვებით: "ო, სამოთხის მცხოვრებლებო!" ისინი წაიწევენ და გაიწვდენენ კისრებს, აწევენ თავებს და დაიწყებენ ყურებას. მათ შეეკითხებიან: იცნობთ ამას? ისინი იტყვიან: "დიახ, ეს არის სიკვდილი, ყველა მათგანმა დაინახა და იცნო ის, შემდეგ მოუხმობს მომხმობი: "ო, ჯოჯოხეთის მკვიდრებო!" და ისინიც წამოწევენ თავიანთ კისრებს, წამოწევენ მხრებს და თავებს და იცქერებიან, ეტყვის: იცნობთ ამას? იტყვიან: დიახ, ეს სიკვდილია, მათ ყველამ ნახეს ის; შემდეგ დაკლავენ სიკვდილს, და მომხმობი იტყვის: " ო, სამოთხის მკვიდრებო, მარადიულობაა თქვენთვის და აღარ იქნება სიკვდილი; და ო, ჯოჯოხეთის მკვიდრებო, მარადიულობაა თქვენთვის და აღარ იქნება სიკვდილი". ეს იქნება ნეტარების მომატება მორწმუნეთათვის და უბედურება და ტანჯვა ურწმუნოთათვის. შემდეგ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წაიკითხავს აიათებს: "და შეაგონე ისინი სინანულის დღით, როცა საქმე გადაწყვეტილი იქნება, მაგრამ ისინი უგულისხმონი არიან და არ სწამთ". განკითხვის დღეს სამოთხის და ჯოჯოხეთის მცხოვრებლები გაიყოფიან, და თითოეული მათგანი სამუდამოდ შევა იქ, რაც იყო მათი საბოლოო დანიშნულება. ცუდი ქმედებების ჩამდენი ინანებს, რომ არ აკეთებდა კეთილ საქმეებს, ხოლო ის, ვისაც კეთილ საქმეებში ჰქონდა ნაკლოვანებები, ინანებს, რომ არ გაამრავლა თავისი კეთილი საქმეები.فوائد الحديث
ადამიანის ხვედრი საიქიოში არის მარადიული ცხოვრება სამოთხეში ან ჯოჯოხეთში.
მკაცრი გაფრთხილება განკითხვის დღის შიშზე, რომ ის იქნება მწუხარების და სინანულის დღე.
განმარტება იმისა, რომ სამოთხის მცხოვრებლების სიხარული მუდმივია და ასევე ჯოჯოხეთის მცხოვრებლების მწუხარებაც მუდმივია.