ბოლო დროს გამოჩნდებიან მატყუარები, რომლებიც მოიტანენ ჰადისებს, რომლებიც არც თქვენ მოგისმენიათ და არც თქვენს…

ბოლო დროს გამოჩნდებიან მატყუარები, რომლებიც მოიტანენ ჰადისებს, რომლებიც არც თქვენ მოგისმენიათ და არც თქვენს მამებს. ერიდეთ მათ, რათა არ შეგიყვანონ ცდომილებაში და არ გაცდუნონ!

გადმოცემულია აბუ ჰურაირასაგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ბოლო დროს გამოჩნდებიან მატყუარები, რომლებიც მოიტანენ ჰადისებს, რომლებიც არც თქვენ მოგისმენიათ და არც თქვენს მამებს. ერიდეთ მათ, რათა არ შეგიყვანონ ცდომილებაში და არ გაცდუნონ!»

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]

الشرح

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაფრთხილებს, რომ ბოლო პერიოდში მის უმმეთში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მოიგონებენ სიცრუეს და იტყვიან ისეთ რამეს, რაც მანამდე არავის უთქვამს. ისინი გაავრცელებენ ყალბ და გამოგონილ ჰადისებს. ამიტომ, მოციქული (ღმერთის მშვიდობა მას) გვიბრძანებს, რომ მოვერიდოთ მათ, არ გავატაროთ დრო მათთან ერთად და არ მოვუსმინოთ მათ ნაამბობს, რათა ეს გამოგონილი ჰადისი არ დამკვიდრდეს ჩვენს გულებში, რის შემდეგაც მასთან განშორება გაგვიჭირდება.

فوائد الحديث

ამ სიტყვებში ჩანს წინასწარმეტყველების ერთ-ერთი ნიშანი, რადგან მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას ) წინასწარ აცნობა ის, რაც მის უმმათში მოხდებოდა, და ეს ზუსტად ისე მოხდა, როგორც მან თქვა.

ალლაჰის მოციქულზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ისლამის რელიგიაზე სიცრუის მთქმელებისგან თავის არიდების აუცილებლობა, და მათი ტყუილების მოსმენაზე უარის თქმა.

გაფრთხილება იმის აუცილებლობაზე, რომ არ მივიღოთ და არ გავავრცელოთ ჰადისები, თუ მათი სისწორე და სანდოობა არ არის დადასტურებული.

التصنيفات

სუნნეთის მნიშვნელობა და მისი ადგილი, შუამავლის სუნნეთის შეკრება, ბარზახის ცხოვრება