إعدادات العرض
ჭეშმარიტად, უზენაესი ალლაჰი ეტყვის ჯოჯოხეთის მკვიდრს, რომლისთვისაც განკუთვნილია ყველაზე მსუბუქი სასჯელი…
ჭეშმარიტად, უზენაესი ალლაჰი ეტყვის ჯოჯოხეთის მკვიდრს, რომლისთვისაც განკუთვნილია ყველაზე მსუბუქი სასჯელი განკითხვის დღეს: "თუ ყველაფერი, რაც დედამიწაზე არსებობს, შენ გქონოდა, დაიხსნიდი თუ არა ამით თავს [ცეცხლისგან]?" ის უპასუხებს: "დიახ!
ანას იბნ მალიქი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას თქვა): «ჭეშმარიტად, უზენაესი ალლაჰი ეტყვის ჯოჯოხეთის მკვიდრს, რომლისთვისაც განკუთვნილია ყველაზე მსუბუქი სასჯელი განკითხვის დღეს: "თუ ყველაფერი, რაც დედამიწაზე არსებობს, შენ გქონოდა, დაიხსნიდი თუ არა ამით თავს [ცეცხლისგან]?" ის უპასუხებს: "დიახ!" მაშინ ალლაჰი ეტყვის: "მე გთხოვდი გაცილებით მცირეს, როცა ჯერ კიდევ ადამის ზურგში იყავი — რომ არ დაგედგინა ჩემთვის თანაზიარი, მაგრამ შენ უარი თქვი და მაინც დამიდგინე თანაზიარი!"»
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt Hausa Kurdî Português සිංහල অসমীয়া Kiswahili አማርኛ ગુજરાતી Nederlands پښتو नेपाली ไทย മലയാളം Кыргызча Română Malagasy Svenska తెలుగు Српски Moore Magyar Македонски Češtinaالشرح
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ უზენაესი ალლაჰი ჯოჯოხეთის ყველაზე მსუბუქად დასჯილ ადამიანს შემდეგი სიტყვებით მიმართავს, მას შემდეგ, რაც იგი ჯოჯოხეთში შევა: თუ შენ გექნებოდა ეს სამყარო და ყველაფერი, რაც მასშია, ამ სასჯელისგან გამოხსნას მოისურვებდი? და ის იტყვის: დიახ, ალლაჰი ეტყვის: მე შენგან მოვითხოვე და გიბრძანე უფრო მარტივი რამ, მაშინ, როცა აღთქმა იქნა აღებული შენგან, ჯერ კიდევ ადამის ზურგში ყოფნისას, რომ არაფერს დამიდგენდი თანაზიარად. მაგრამ, როცა დედამიწაზე გამოგიყვანე, შენ უარი თქვი და სხვა არაფერი აირჩიე, გარდა შირქისა.فوائد الحديث
ერთღმერთიანობის უპირატესობა და მისი შესრულების სიმარტივე.
ალლაჰთან თანაზიარის გაჩენის საფრთხე და მისი შედეგები.
ალლაჰმა აიღო ადამის შვილებისგან დანაპირები, როცა ისინი ჯერ კიდევ მათი მამის ადამის ზურგში იყვნენ შირქის გარეშე.
გაფრთხილება შირქისგან და იმის აღნიშვნა, რომ მთელი ამქვეყნიური ცხოვრება ვერაფერს არგებს ურწმუნოს განკითხვის დღეს.
التصنيفات
თავჰიდი ულუჰია