მოიცადე იმდენი ხანი, რამდენ ხანსაც შენ მენსტრუაცია გიგრძელდებოდა, შემდეგ დაიბანე

მოიცადე იმდენი ხანი, რამდენ ხანსაც შენ მენსტრუაცია გიგრძელდებოდა, შემდეგ დაიბანე

გადმოცემულია მორწმუნეების დედა აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «უმმ ჰაბიბა ბინთ ჯაჰშმა, რომელიც აბდურრაჰმან იბნ აუფის ცოლი იყო, შესჩივლა მოციქულს (ალლაჰის ლოცვდა და მშვიდობა მას) მუდმივი სისხლდენის გამო. მოციქულმა მას უთხრა: «მოიცადე იმდენი ხანი, რამდენ ხანსაც შენ მენსტრუაცია გიგრძელდებოდა, შემდეგ დაიბანე». ამის შემდეგ ის იბანდა ყოველ ლოცვაზე.»

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]

الشرح

ერთ-ერთმა ქალმა, რომელიც მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საჰაბა იყო, შესჩივლა მას სისხლდენის გაგრძელებაზე, რომელიც მუდმივად თან ახლდა. მოციქულმა უბრძანა მას, ლოცვისგან თავი შეეკავებინა იმდენ ხანს, რამდენიც მისი ჩვეულებრივი მენსტრუაცია გრძელდებოდა იმ პერიოდის წინ, სანამ ეს მუდმივი სისხლდენა დაიწყებოდა. შემდეგ მან უნდა განიბანოს და დაიწყოს ლოცვა. ამასთან, ქალმა სურვილისამებრ დაიწყო ყოველ ლოცვამდე განბანვა.

فوائد الحديث

ალ-ისთიჰადა ნიშნავს მდგომარეობას, როცა ქალს მენსტრუაციის დამთავრების შემდეგაც უგრძელდება სისხლდენა.

მუდმივი სისხლდენის მქონე ქალი (მუსთაჰადა) თავის თავს მენსტრუაციის მდგომარეობაში მიიჩნევს იმ დღეების განმავლობაში, რომლებიც მისთვის ჩვეულ მენსტრუაციას შეესაბამებოდა, სანამ მას ისთიჰადა დაეწყებოდა.

როდესაც ჩვეულებრივი მენსტრუაციის დღეების ხანგრძლივობა დასრულდება, ქალი ითვლება მენსტრუაციისგან სუფთად. ასეთ შემთხვევაში, მან უნდა განიბანოს მენსტრუაციისგან გასასუფთავებლად.

მუდმივი სისხლდენის მქონე ქალს არ ევალება ყოველი ლოცვის წინ განბანვა, რადგან ქალი საჰაბას ასეთი ქმედება პირადი სურვილით იყო მოტივირებული. თუ ეს ვალდებულება რომ ყოფილიყო, მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აუცილებლად განმარტავდა.

მუდმივი სისხლდენის მქონე ქალს ევალება ყოველი ლოცვის წინ აბდესის აღება, რადგან მისი მდგომარეობა მუდმივია და არ წყდება. იგივე წესი ვრცელდება მათზე, ვისაც მუდმივი მდგომარეობა აქვს, მაგალითად, შარდის შეუკავებლობა ან მუდმივად გაზების გამოსვლა.

რელიგიური საკითხების შესახებ, რომლებიც გაურკვეველია, საჭიროა მცოდნე ადამიანებთან კონსულტაცია. ეს პრაქტიკა ჩანს იმ შემთხვევიდან, როდესაც ამ ქალმა მოციქულს შესჩივლა და ჰკითხა მისი მდგომარეობა, კერძოდ ხშირი სისხლდენის შესახებ, რაც მას აწუხებდა.

التصنيفات

მენსტრუაცია, მშობიარობის შემდეგი პერიოდი და მენსტრუაციის გაგრძელების პერიოდი