შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დავიმახსოვრე ათი რაქაათი (მუხლი) ლოცვა

შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დავიმახსოვრე ათი რაქაათი (მუხლი) ლოცვა

გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: "შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დავიმახსოვრე ათი რაქაათი (მუხლი) ლოცვა: ორი მუხლი შუადღის ლოცვის წინ და ორი მის შემდეგ, ორი მუხლი სამხრობის ლოცვის შემდეგ სახლში, ორი მუხლი ღამის ლოცვის შემდეგ სახლში, ორი მუხლი დილის ლოცვის წინ. ეს იყო საათი, როცა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვერ შევდიოდი, მე მომიყვა ჰაფსამ, რომ როცა დილის ლოცვა მოვიდოდა და მუეზინი აზანს იკითხავდა ის (შუამავალი) ორ მუხლს ლოცულობდა". სხვა გადმოცემაში ნათქვამია: "შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) პარასკევის (ჯუმა) ლოცვის შემდეგ ორ მუხლს ლოცულობდა.

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებულია ყველა გადმოცემით]

الشرح

აბდულლაჰ იბნ უმარი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) განმარტავს, რომ ნებაყოფილობითი ლოცვები, რომელიც შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაიმახსოვრა არის ათი მუხლი და მათ ეწოდება ას-სუნან არ-რავაათიბ (დადგენილი სუნნა). ორი მუხლი შუადღის ლოცვის წინ და ორი მის შემდეგ. ორი მუხლი სამხრობის(შუადღის შემდეგი) ლოცვის შემდეგ სახლში. ორი მუხლი ღამის ლოცვის შემდეგ სახლში. ორი მუხლი დილის ლოცვის წინ. ეს შეადგენს ათ მუხლს. ხოლო პარასკევის (ჯუმა) ლოცვის შემდეგ ორი მუხლი ილოცება.

فوائد الحديث

სასურველია (მუსთაჰაბ) ამ დამატებითი ლოცვების (არ-რავათიბ) შესრულება და მათზე მუდმივობა.

დამტკიცებულია დამატებითი ლოცვების სახლში შესრულების კანონიერება.

التصنيفات

ნებაყოფლობითი ლოცვა, მისი ხელმძღვანელობა, ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას, ლოცვაში, მისი ხელმძღვანელობა, ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას ქორწინებაში, საზოგადოებასთან და ოჯახთან