إعدادات العرض
ნუთუ არ ეშინია თქვენგან იმას, ვინც იმამის წინ ასწევს თავის თავს, რომ ალლაჰმა მისი თავი ვირის თავად არ გადააქციოს…
ნუთუ არ ეშინია თქვენგან იმას, ვინც იმამის წინ ასწევს თავის თავს, რომ ალლაჰმა მისი თავი ვირის თავად არ გადააქციოს ან მისი სახე ვირის სახეს არ დაამსგავსოს?!
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ნუთუ არ ეშინია თქვენგან იმას, ვინც იმამის წინ ასწევს თავის თავს, რომ ალლაჰმა მისი თავი ვირის თავად არ გადააქციოს ან მისი სახე ვირის სახეს არ დაამსგავსოს?!»
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt සිංහල ئۇيغۇرچە Hausa Português Kurdî Kiswahili Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá ไทย پښتو অসমীয়া دری Кыргызча or नेपाली Malagasy Kinyarwanda Română తెలుగు Lietuvių Oromoo മലയാളം Nederlands Soomaali Shqip Српски Deutsch Українська ಕನ್ನಡ Wolof Moore Azərbaycan Magyarالشرح
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიუთითებს მკაცრ გაფრთხილებაზე იმ პირის მიმართ, ვინც ლოცვის დროს იმამზე წინ სწევს თავს. ალლაჰმა შეიძლება მისი თავი ვირის თავად გადააქციოს ან მისი სახე ვირის სახედ გარდაქმნას.فوائد الحديث
ლოცვის შესრულებისას იმამის უკან მდგომს აქვს ოთხი შესაძლო მდგომარეობა: სამი მათგანი აკრძალულია — ესენია იმამის მოქმედებების წინასწარ შესრულება, მოქმედებების იმამთან ერთდროულად შესრულება და (ძლიერი) დაგვიანება. თუმცა, სწორია იმამის მოქმედებების თანმიმდევრული მიყოლა.
მლოცველი ვალდებულია მიყვეს იმამს ლოცვის დროს.
ძლიერი მუქარა იმ პირის მიმართ, ვინც ლოცვის დროს თავის აწევით იმამს უსწრებს, მიანიშნებს, რომ შესაძლებელია მისი ვირად გარდაქმნა. ეს მუქარა პირდაპირ მიუთითებს გარდაქმნის შესაძლებლობაზე.