إعدادات العرض
მე სრულიად არ ვსაჭიროებ იმას, რომ თანაზიარი დამიყენონ. ვინც რაიმე საქმეს შეასრულებს და თანაზიარს დამიდგენს…
მე სრულიად არ ვსაჭიროებ იმას, რომ თანაზიარი დამიყენონ. ვინც რაიმე საქმეს შეასრულებს და თანაზიარს დამიდგენს მასში, მე მივატივებ მასაც და მის მრავალღმერთიანობასაც
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თქვა ყოვლადკეთილმა და უზენაესმა ალლაჰმა: "მე სრულიად არ ვსაჭიროებ იმას, რომ თანაზიარი დამიყენონ. ვინც რაიმე საქმეს შეასრულებს და თანაზიარს დამიდგენს მასში, მე მივატივებ მასაც და მის მრავალღმერთიანობასაც».
[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी ئۇيغۇرچە Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili မြန်မာ Deutsch 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands සිංහල தமிழ் ไทย دری Akan Azərbaycan Български Fulfulde Magyar Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių Malagasy नेपाली or Română Kinyarwanda тоҷикӣ O‘zbek Moore Wolof Oromoo bm Українська rn km Српски Македонски Русскийالشرح
მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ყოვლადკეთილმა და უზენაესმა ალლაჰმა თქვა: რომ ის აბსოლუტურად არ საჭიროებს იმას, ვისაც თანაზიარად მიიჩნევენ, რადგან ალლაჰი ყველაზე მდიდარია. თუ ადამიანი ასრულებს თაყვანისცემის ქმედებას და მას ალლაჰის გარდა სხვასაც უძღვნის, ალლაჰი მას მიატოვებს და არ მიიღებს მისგან ამ ქმედებას და მასვე დაუბრუნებს. ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა ქმედება დიდებული ალლაჰისთვის იყოს გულწრფელი და წმინდა, რადგან ალლაჰი მხოლოდ იმ საქმეებს იღებს, რომლებიც შესრულებულია გულწრფელად და მხოლოდ მისი წმინდა სახისთვის.فوائد الحديث
გაფრთხილება შირქის (მრავალღმერთიანობის) ყველა მისი გამოხატულებისა და ფორმის შესახებ, აგრეთვე განმარტება იმისა, რომ ეს არის ქმედების მიღებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი.
გაცნობიერება იმისა, რომ ალლაჰი უმდიდრესი და ყველაფერზე უდიდესია, რაც ეხმარება ადამიანს საქმის გულწრფელად შესრულებაში.