ეს არის ქვა, რომელიც ისროლეს ჯოჯოხეთის ცეცხლში სამოცდაათი წლის წინ: მთელი ეს დრო ის ცეცხლში ვარდებოდა, სანამ მის…

ეს არის ქვა, რომელიც ისროლეს ჯოჯოხეთის ცეცხლში სამოცდაათი წლის წინ: მთელი ეს დრო ის ცეცხლში ვარდებოდა, სანამ მის ფსკერს არ მიაღწია, და თქვენ გაიგონეთ ხმა, რომელიც მან გამოსცა

აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: «ჩვენ ვიყავით შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), როცა მოულოდნელად ძლიერი ხმა გაისმა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იკითხა: «იცით რა არის ეს?» ჩვენ ვუპასუხეთ: ალლაჰმა და მისი მოციქულმა უკეთ იციან. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვოდობა მას თქვა): «ეს არის ქვა, რომელიც ისროლეს ჯოჯოხეთის ცეცხლში სამოცდაათი წლის წინ: მთელი ეს დრო ის ცეცხლში ვარდებოდა, სანამ მის ფსკერს არ მიაღწია, და თქვენ გაიგონეთ ხმა, რომელიც მან გამოსცა».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]

الشرح

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) გაიგონა შემაწუხებელი ხმა, რომელიც ჰგავდა რომელიმე სხეულის დაცემას. შემდეგ მან იქ მყოფ საჰაბებს (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) ჰკითხა ამ ხმის შესახებ, და მათ უპასუხეს: ალლაჰმა და მისი მოციქულმა უკეთ იციან. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მათ უთხრა: ჭეშმარიტად, ეს ხმა, რომელიც თქვენ გაიგონეთ, წარმოიშვა ქვისგან, რომელიც ჯოჯოხეთის კიდიდან უკვე სამოცდაათი წლის განმავლობაში ვარდებოდა დაბლა, და აი ახლა, საბოლოოდ, მან მიაღწია ფსკერს და გამოსცა ეს ხმა.

فوائد الحديث

მოწოდება განკითხვის დღისთვის მოწოდებისკენ და ჯოჯოხეთისგან გაფრთხილება.

სასურველია ცოდნის მიკუთვნება ყოვლისშემძლე ალლაჰისთვის იმ საკითხებში, რომლებშიც ადამიანს ცოდნა არ აქვს.

მასწავლებლისთვის რეკომენდირებულია, გაკვეთილის ახსნა-განმარტების დაწყებამდე, მოსწავლეთა ყურადღების და ინტერესის გამოწვევა, რაც სწავლების ეფექტურობას უწყობს ხელს.

التصنيفات

სამოთხის და ჯოჯოხეთის აღწერილობები