إعدادات العرض
მასწავლე საქმე, რომელსაც თუ გავაკეთებ, სამოთხეში შევალ." მოციქულმა უპასუხა: «ეთაყვანე ალლაჰს და არ დაუდგინო მას…
მასწავლე საქმე, რომელსაც თუ გავაკეთებ, სამოთხეში შევალ." მოციქულმა უპასუხა: «ეთაყვანე ალლაჰს და არ დაუდგინო მას თანაზიარი, აღასრულე სავალდებულო ლოცვები, გადაიხადე დაწესებული ზაქათი და იმარხულე რამადანი». ბედუინმა განაცხადა
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი: «ერთხელ ერთი ბედუინი მივიდა მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ჰკითხა: "მასწავლე საქმე, რომელსაც თუ გავაკეთებ, სამოთხეში შევალ." მოციქულმა უპასუხა: «ეთაყვანე ალლაჰს და არ დაუდგინო მას თანაზიარი, აღასრულე სავალდებულო ლოცვები, გადაიხადე დაწესებული ზაქათი და იმარხულე რამადანი». ბედუინმა განაცხადა: "ვფიცავ იმას, ვის ხელშიც ჩემი სულია, ამას არაფერს დავუმატებ." როდესაც ის წავიდა, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვისაც სურს შეხედოს სამოთხის მაცხოვრებელ ადამიანს, დაე, შეხედოს ამ კაცს».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Kurdî Kiswahili Português සිංහල Svenska ગુજરાતી አማርኛ Yorùbá ئۇيغۇرچە Tiếng Việt Hausa پښتو অসমীয়া دری Кыргызча or Malagasy नेपाली Čeština Oromoo Română Nederlands Soomaali తెలుగు മലയാളം ไทย Српски Kinyarwanda ಕನ್ನಡ Lietuvių Shqip Wolof Українська Mooreالشرح
ერთ-ერთი ბედუინი მოვიდა მოციქულთნ (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რათა მას მიეთითა იმ საქმეზე, რომელიც სამოთხეში შეიყვანდა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა, რომ სამოთხეში შესვლა და ჯოჯოხეთისგან გადარჩენა დამოკიდებულია ისლამის სვეტების შესრულებაზე, რაც მოიცავს მხოლოდ ერთ ალლაჰზე თაყვანისცემას და მასთან თანაზიარად არაფრის დაყენებას, ხუთი სავალდებულო ლოცვის შესრულებას, რომლებიც ალლაჰმა მის მონებს დაავალდებულა დღე-ღამის განმავლობაში. ქონების ზაქათის გადახდას, რომელიც ალლაჰმა შენზე დააკისრა, და მისი გადაცემა იმათთვის, ვინც მას იმსახურებს. და რამადანის თვის მარხვის დაცვას მის დროზე. ამ კაცმა თქვა: ვფიცავ იმას, ვის ხელშიც ჩემი სულია, არ დავუმატებ იმ სავალდებულო საქმეებს, რაც შენგან მოვისმინე, და არც დავაკლებ მას. და როცა ის წავიდა მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: ვისაც სურს, რომ შეხედოს სამოთხის მაცხოვრებელ ადამიანს, დაე, შეხედოს ამ ბედუინს.فوائد الحديث
ალლაჰის ერთღმერთიანობა არის უპირველესი, რისგანაც უნდა დაიწყოს ალლაჰისკენ მოწოდება.
ისლამში ახალმოქცეულთათვის საკმარისია მხოლოდ სავალდებულო მოვალეობების სწავლება.
ალლაჰისკენ მოწოდებაში აუცილებელია თანდათანობითობა.
კაცის გულმოდგინება თავისი რელიგიის საკითხების სწავლაში.
თუ მუსლიმი მხოლოდ ვალდებულებებით შემოიფარგლება, იგი წარმატებას მიაღწევს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნებაყოფლობითი ქმედებებისადმი უნდა იყოს უყურადღებო, რადგან ნებაყოფლობითი ქმედებები ავსებს ვალდებულებების ნაკლოვანებებს.
ზოგიერთი თაყვანისცემის განსაკუთრებული ხსენება მიუთითებს მათ მნიშვნელობაზე და ამ ქმედებების შესრულებისადმი წახალისებაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა სავალდებულო ქმედებები არ არის საჭირო ან მნიშვნელოვანი.
التصنيفات
სწავლულის და შემსწავლელის ეთიკა