إعدادات العرض
რაც არ უნდა შეემთხვეს მუსლიმს: დაღლილობა, ავადმყოფობა, შფოთვა, მწუხარება, უსიამოვნება, სევდა ან თუნდაც ეკლის…
რაც არ უნდა შეემთხვეს მუსლიმს: დაღლილობა, ავადმყოფობა, შფოთვა, მწუხარება, უსიამოვნება, სევდა ან თუნდაც ეკლის ჩხვლეტა — ალლაჰი აუცილებლად აპატიებს მას ამის გამო [რაიმეს] მისი ცოდვებიდან
გადმოსცემს აბუ სა'იდ ალ-ხუდრი, და აბუ ჰურეირა (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «რაც არ უნდა შეემთხვეს მუსლიმს: დაღლილობა, ავადმყოფობა, შფოთვა, მწუხარება, უსიამოვნება, სევდა ან თუნდაც ეკლის ჩხვლეტა — ალლაჰი აუცილებლად აპატიებს მას ამის გამო [რაიმეს] მისი ცოდვებიდან».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt සිංහල ئۇيغۇرچە Kurdî Hausa Português മലയാളം မြန်မာ Deutsch 日本語 پښتو অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી Yorùbá తెలుగు Kiswahili தமிழ் دری Кыргызча or Kinyarwanda नेपाली Română Lietuvių Nederlands Soomaali Српски Українська ಕನ್ನಡ Wolof Moore Azərbaycan Magyar Македонски አማርኛ Malagasy Oromooالشرح
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ რაც არ უნდა შეემთხვეს მუსლიმს: ავადმყოფობა, წუხილი, სევდა, უბედურება, განსაცდელი, სირთულე, შიში თუ შიმშილი - ეკალიც კი რომელიც შეესობა და აწუხებს - ეს ყველაფერი მისი ცოდვების გამოსასყიდი და ცოდვების წაშლის მიზეზი იქნება.فوائد الحديث
ალლაჰის სიკეთის და წყალობის განმარტება თავისი მორწმუნე მსახურთა მიმართ. მის მიერ ცოდვების პატიება მათზე თავს დამტყდარი მცირე უბედურების გამოც კი.
მუსლიმს უნდა ჰქონდეს ალლაჰისგან ჯილდოს მიღების იმედი იმ ყველაფრისთვის, რაც მას შეემთხვევა, და გამოიჩინოს მოთმინება როგორც მცირე, ასევე დიდ სირთულეებთან შეხვედრისას, რათა ეს გახდეს მისი აღმატებულების მიზეზი და ცოდვების გამოსყიდვის საფუძველი.
التصنيفات
ერთღმერთიანობის სიკეთეები