إعدادات العرض
ალლაჰს რომ სათანადოდ მიენდოთ, ის მოგცემდათ საარსებო საშუალებებს ზუსტად ისე, როგორც აძლევს პურს ჩიტს, რომელიც…
ალლაჰს რომ სათანადოდ მიენდოთ, ის მოგცემდათ საარსებო საშუალებებს ზუსტად ისე, როგორც აძლევს პურს ჩიტს, რომელიც დილას ცარიელი მუცლით გამოდის და საღამოს გამძღარი ბრუნდება
გადმოცემულია უმარ იბნ ალ-ხატტაბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: გავიგონე, რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: " ალლაჰს რომ სათანადოდ მიენდოთ, ის მოგცემდათ საარსებო საშუალებებს ზუსტად ისე, როგორც აძლევს პურს ჩიტს, რომელიც დილას ცარიელი მუცლით გამოდის და საღამოს გამძღარი ბრუნდება».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español Français Bahasa Indonesia Русский Türkçe اردو 中文 हिन्दी Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili فارسی தமிழ் සිංහල မြန်မာ Deutsch 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands ئۇيغۇرچە ไทย دری Fulfulde Magyar ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių or Română Kinyarwanda Српски O‘zbek Moore नेपाली Malagasy тоҷикӣ Oromoo Wolof Soomaali Български Українська Tagalog Azərbaycan bmالشرح
მოციქული (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) მოგვიწოდებს, ვენდოთ ყოვლისშემძლე და დიად ალლაჰს როგორც ამქვეყნიურ, ასევე რელიგიურ საქმეებში სიკეთის მოპოვებასა და ზიანის მოშორებაში. რადგან მხოლოდ ალლაჰს (წმიდა და დიადია იგი) შეუძლია მისცეს და წაართვას, მიაყენოს ზიანი და მოუტანოს სარგებელი. ასევე, მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოგვიწოდებს, რომ მივიღოთ შესაბამისი ზომები, ვაკეთოთ საქმეები, რომლთაც მოაქვს სარგებელი და აფერხებს ზიანს, გულწრფელად ალლაჰზე დაყრდნობით. როცა ასე მოვიქცევით, ალლაჰი მოგვაწვდის საარსებო საშუალებას, როგორც ის აწვდის პურს ჩიტებს, რომლებიც დილით მშიერი ტოვებენ თავიანთ ბუდეებს და საღამოს ბრუნდებიან სავსე მუცლებით. ჩიტების ეს ქმედება არის ერთ-ერთი მაგალითი მიზეზების შექმნისა საარსებო საშუალების მოსაპოვებლად, პასიურობის და ზარმაცობის გარეშე.فوائد الحديث
ალლაჰზე მინდობის (თავაქქულის) ღირსება და მისი როლი, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება საარსებო საშუალების მოპოვებაში.
ალლაჰზე მინდობა (თავაქქული) არ ეწინააღმდეგება ქმედებების შესრულებასა და მიზეზების ძიებას, რადგან მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აცნობა, რომ ნამდვილი თავაქქული არ ეწინააღმდეგება იმას, რომ ადამიანი აქტიურად ეძებდეს სარჩოს, დილით გამოდიოდეს მის საძებნელად და საღამოს ბრუნდებოდეს.
შარიათის განსაკუთრებული ყურადღება გულის საქმეებზე, რადგან ალლაჰზე დაყრდნობა (თავაქქული) არის გულში არსებული საქმე.
ქმედებებთან და მიზეზებთან ზედმეტი მიჯაჭვულობა არის რწმენის ნაკლოვანება, ხოლო ქმედებებისა და მიზეზების უგულებელყოფა — გონების ნაკლოვანება.