إعدادات العرض
ვინც ასრულებს დილის ლოცვას, ის ალლაჰის მფარველობაშია
ვინც ასრულებს დილის ლოცვას, ის ალლაჰის მფარველობაშია
გადმოცემულია ჯუნდუბ იბნ აბდულლაჰ ალ-ყასრისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც ასრულებს დილის ლოცვას, ის ალლაჰის მფარველობაშია. და ალლაჰმა არ მოგაკითხოთ სხვა რამისთვის, რადგან, ნამდვილად ის ვისაც რაიმესთვის მიაკითხავს უეჭველედ დაეწევა და, პირით ჯოჯოხეთის ცეცხლში ჩააგდებს ».
[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी ئۇيغۇرچە Kurdî Português മലയാളം తెలుగు Kiswahili தமிழ் မြန်မာ Deutsch 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands සිංහල Hausa ไทย دری Fulfulde Magyar Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių or Română Kinyarwanda Српски O‘zbek Moore नेपाली Oromoo Wolof Soomaali Malagasy Български Українська Azərbaycanالشرح
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყებს, რომ ის, ვინც ასრულებს დილის ლოცვას, იმყოფება ალლაჰის დაცვისა და მფარველობის ქვეშ. შემდეგ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მკაცრად აფრთხილებს ამ დაცვის შეთანხმების დარღვევაზე. ეს შეიძლება მოხდეს, თუ ადამიანი ან დატოვებს დილის ლოცვას, ან ხელს შეუშლის სხვას მის შესრულებაში, ან ზიანს მიაყენებს მლოცველებს. ვინც ასე მოიქცევა, არღვევს ალლაჰთან ახლო კავშირის შეთანხმებას და იმსახურებს მძიმე სასჯელს. ალლაჰი მოსთხოვს მას პასუხს მისი უფლების ხელყოფისთვის, და ვისგანაც ალლაჰი მოსთხოვს პასუხს, ის აუცილებლად მოეწევა, შემდეგ კი სახით ჩააგდებს ცეცხლში.فوائد الحديث
დილის ლოცვის მნიშვნელობის განმარტება და მისი მადლი.
მკაცრი გაფრთხილება მათთვის, ვინც ხელს შეუშლის დილის მლოცველებს.
ალლაჰის შურისძიება მათთვის, ვინც ზიანს მიაყენებს მის გულწრფელ მონებს.
التصنيفات
ლოცვის სიკეთე