إعدادات العرض
ჭეშმარიტად, თქვენს შორის საუკეთესო ის არის, ვისაც საუკეთესო ზნეობა აქვს
ჭეშმარიტად, თქვენს შორის საუკეთესო ის არის, ვისაც საუკეთესო ზნეობა აქვს
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრისგან(ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უხამსი არ ყოფილა და არც არასდროს წარმოუთქვამს უხამსი სიტყვები, ის ამბობდა: «ჭეშმარიტად, თქვენს შორის საუკეთესო ის არის, ვისაც საუკეთესო ზნეობა აქვს».
[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt සිංහල ئۇيغۇرچە Kurdî Hausa Português മലയാളം မြန်မာ ไทย Deutsch 日本語 پښتو অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands తెలుగు Kiswahili தமிழ் دری Magyar Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių Malagasy Română Kinyarwanda नेपाली Српски Wolof Soomaali Moore Українська Български Azərbaycan тоҷикӣ bm Oromooالشرح
შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზნეობიდან არ ყოფილა ცუდი სიტყვების თქმა, ან ცუდი ქმედებების ჩადენა. მას არასდროს არ ჰქონია მსგავსი განზრახვა და არც შეგნებულად ჩაუდენია. ის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იყო საუკეთესო ზნეობის მქონე. შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: ჭეშმარიტად თქვენს შორის საუკეთესო ალლაჰის წინაშე არის ის, ვისაც საუკეთესო ზნეობა აქვს, აკეთებს სიკეთეს, აქვს კეთილგანწყობილი და მეგობრული გამომეტყველება, თავს იკავებს ზიანის მიყენებისგან, მოთმინებით იტანს სხვებისგან მიღებულ ზიანს და ადამიანებთან ურთიერთობს საუკეთესო ფორმით.فوائد الحديث
მორწმუნე შორს უნდა იყოს ცუდი და უხამსი სიტყვებისგან და მოუწონარი ქმედებებისგან.
შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზნეობრივი თვისებების სრულყოფილება გამოიხატებოდა იმაში, რომ მისგან ყოველთვის გამოდიოდა მხოლოდ კეთილი საქმეები და კარგი სიტყვები.
კეთილზნეობა არის შეჯიბრების ასპარეზი, და ვინც ამაში სხვებს გაასწრებს, იქნება საუკეთესო მორწმუნეთაგან და მათ შორის ყველაზე სრულყოლყოფილი რწმენის მქონე.
التصنيفات
დიდებული ზნეობა