მალ-მალე წაიკითხეთ ხოლმე ეს …

მალ-მალე წაიკითხეთ ხოლმე ეს ყურანი, ვფიცავ მას ვის ხელშიცაა მუჰამმადის სული, მისი (ყურანის) გონებიდან წაშლა და დავიწყება უფრო ადვილად ხდება, ვიდრე აქლემის აშვება მისი საბელიდან

გადმოცემულია აბუ მუსა ალ-აშ'არისგან (ალლაჰი იყოს მისთ კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მალ-მალე წაიკითხეთ ხოლმე ეს ყურანი, ვფიცავ მას ვის ხელშიცაა მუჰამმადის სული, მისი (ყურანის) გონებიდან წაშლა და დავიწყება უფრო ადვილად ხდება, ვიდრე აქლემის აშვება მისი საბელიდან».

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველთვის ყურანის კითხვა ბრძანა, რათა არ იქნეს დავიწყებული ის, რაც დაიზეპირეს. და ეს მან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ფიცით დაადასტურა, რომ მისი დავიწყება და გონებიდან წაშლა უფრო მარტივია, ვიდრე დაბმული და გაბორკილი აქლემის აშვება, როდესაც მას ფეხებზე აქვს თოკი დახვეული( რათა არ გაიქცეს). თუ ადამიანი მას დაიცავს - შეინარჩუნებს, თუ გაუშვებს - წავა და დაკარგავს მას.

فوائد الحديث

თუ ყურანის ზეპირად

მცოდნი მას რეგულარულად და განმეორებით წაიკითხავს, ​​ის დარჩება მის მეხსიერებაში; წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაივიწყებს ყურანს და დაკარგავს მას.

ყურანის

მალ-მალე გამეორების სარგებლიანობაა: ჯილდო და მადლი და მაღალი საფეხურის მიღწევა განკითხვის დღეს.

التصنيفات

ყურანისადმი პატივისცემის მადლი