ნუთუ არ გინდა გაგზავნო იმით, რითიც მე გამგზავნა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)? არ დატოვო…

ნუთუ არ გინდა გაგზავნო იმით, რითიც მე გამგზავნა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)? არ დატოვო არცერთი ქანდაკება დაუშლელი, და არ დატოვო არცერთი მოპირკეთებული (ამაღლებული) საფლავი გაუსწორებელი

აბუ ალ-ჰაიაჯ ალ-ასადიმ თქვა: «ერთხელ ალი იბნ აბუ ტალიბმა მითხრა: "ნუთუ არ გინდა გაგზავნო იმით, რითიც მე გამგზავნა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)? არ დატოვო არცერთი ქანდაკება დაუშლელი, და არ დატოვო არცერთი მოპირკეთებული (ამაღლებული) საფლავი გაუსწორებელი».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]

الشرح

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) გზავნიდა თავის საჰაბებს იმისთვის, რომ არ დაეტოვებინათ არც ერთი "ქანდაკება" - იგულისხმება გამოსახულება სულიერი არსებისა ქანდაკების ფორმა ექნება თუ არ ექნება - დანგრევის ან წაშლის გარეშე. (ასევე უბრძანებდა მათ) არ დაეტოვებინათ ამაღლებული საფლავი გაუსწორებელი მიწასთან. დაეშალათ ის ნაგებობები, რაც მათზე იყო დაშენებული ან დაედაბლებინათ და გაესწორებინათ მიწასთან ისე, რომ მიწიდან ძალიან მაღლა არ ყოფილიყო ამაღლებული, მისი ამაღლება მხოლოდ ერთი მტკაველით შეიძლება.

فوائد الحديث

სულიერი არსებების დახატვის და გამოქანდაკების აკრძალავა; რამეთუ ეს არის შირქის გამომწვევი მიზეზი.

მოუწონარი რამეების ხელით განადგურების ნებართვა მისთვის, ვისაც აქვს ამის უფლებამოსილება და შესაძლებლობა.

შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) სწრაფვა წინაისლამური უმეცრების ყველა ნიშნების აღმოფხვრისკენ, როგორიცაა გამოსახულებები, ქანდაკებები და სამარხებზე მშენებლობები და ა.შ

التصنيفات

თავჰიდი ულუჰია