إعدادات العرض
ვინც სურა ალ-ბაყარას ბოლო ორ აიათს წაიკითხავს, მისთვის საკმარისი იქნება ღამის განმავლობაში
ვინც სურა ალ-ბაყარას ბოლო ორ აიათს წაიკითხავს, მისთვის საკმარისი იქნება ღამის განმავლობაში
აბუ მას'უდისგან გადმოცემულია, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ვინც სურა ალ-ბაყარას ბოლო ორ აიათს წაიკითხავს, მისთვის საკმარისი იქნება ღამის განმავლობაში».
[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]
الترجمة
العربية Bosanski English فارسی Français Bahasa Indonesia Русский Türkçe اردو 中文 हिन्दी বাংলা ئۇيغۇرچە Español Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili தமிழ் မြန်မာ ไทย Deutsch 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands සිංහල دری Magyar Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių Malagasy Română Kinyarwanda नेपाली Српски Wolof Soomaali Moore Українська Български Tagalog Azərbaycan тоҷикӣ bm Македонскиالشرح
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ვინც წაიკითხავს ბოლო ორ აიათს სურა ალ-ბაყარადან ღამეში ალლაჰის ნებით მისთვის საკმარისი იქნება ბოროტებისგან და ცუდისგან დასაცავად, ასევე ითქვა: მისთვის ღამის ლოცვის მსგავსი იქნება, ასევე ითქვა: მისთვის ღამეში წასაკითხი სხვა საკითხავების ტოლფასი იქნება, ასევე ითქვა: რომ ეს ორი აიათი არის ყველაზე მცირე ნაწილი ყურანიდან წასაკითხი რაზეც ჯილდოს მიიღებს, და ასევე სხვა მოსაზრებებიც არსებობს. ალბათ ეს ყველა ერთად სწორია, რადგან ჰადისის შინაარსი მათ ყველას ერთად მოიცავს.فوائد الحديث
სურა ალ-ბაყარას ბოლო აიათების მადლის განმარტება, ის არის უზენაესის სიტყვები: «ირწმუნა შუამავალმა ...» - დან სურას ბოლომდე.
სურა ალ - ბაყარას ბოლო აიათები ადამიანს დაიფარავს ცუდი რამეებისგან, ბოროტებისგან და სატანისგან, თუ ის მას ღამეში წაიკითხავს.
ღამე იწყება მზის ჩასვლიდან და მთავრდება მზის ამოსვლისას.