إعدادات العرض
რწმენას აქვს სამოცდაათზე ან სამოცზე მეტი ნაწილი, ხოლო, საუკეთესო მათგანი არის სიტყვები: არ არსებობს ღმერთი…
რწმენას აქვს სამოცდაათზე ან სამოცზე მეტი ნაწილი, ხოლო, საუკეთესო მათგანი არის სიტყვები: არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა", ხოლო მისი ყველაზე დაბალი გამოვლინება არის: გზიდან რაიმე საზიანოს მოშირება
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «რწმენას აქვს სამოცდაათზე ან სამოცზე მეტი ნაწილი, ხოლო, საუკეთესო მათგანი არის სიტყვები: არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა", ხოლო მისი ყველაზე დაბალი გამოვლინება არის: გზიდან რაიმე საზიანოს მოშირება და სირცხვილიც რწმენის ერთ-ერთი ნაწილია».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt Kurdî Português മലയാളം తెలుగు Kiswahili தமிழ் မြန်မာ ไทย Deutsch 日本語 پښتو অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands ئۇيغۇرچە සිංහල Hausa دری Magyar Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių Malagasy Română Kinyarwanda नेपाली Српски Wolof Soomaali Moore Українська Български Azərbaycan тоҷикӣ bm Македонскиالشرح
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ რწმენას აქვს ბევრი ნაწილები და საფეხურები, რომელიც აერთიანებს ქმედებებს, მრწამს და სიტყვებს. რწმენის ყველაზე მაღალი და საუკეთესო ნაწილი არის სიტყვები: "არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა", მისი მნიშვნელობის ცოდნით და მისი პირობების შესრულებთ, რწმენა იმისა, რომ ალლაჰი არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც იმსახურებს თაყვანისცემას და არავინ იმსახურებს მის გარდა. რწმენის ყველაზე დაბალი გამოვლინება არის გზიდან იმის მოშორება, რაც ადამიანებს გადაადგილებაში ხელს უშლის. შემდეგ გვამცნო შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ სირცხვილი რწმენის ნაწილია. ის არის ზნეობა, რომელიც მოუწოდებს კარგი ქმედებებისკენ და კრძალავს ცუდ ქმედებებს.فوائد الحديث
რწმენას აქვს საფეხურები ზოგიერთი მათგანი აღმატებულია ზოგზე.
რწმენა არის სიტყვა, ქმედება და გულით დაჯერება.
უზენაესი ალლაჰის წინაშე სირცხვილი მოითხოვს, რომ არ გხედავდეს იმის მკეთებლად, რაც მან აგიკრძალა, და ასევე არ გხედავდეს იმის მიმტოვებლად, რისი შესრულებაც მან გიბრძანა.
კონკრეტული რიცხვის დასახელება არ ნიშნავს, რომ აქ ჩერდება (რწმენა), პირიქით ის მიუთუთებს რწმენის ძალიან ბევრ საფეხურზე. არაბები როცა რაიმეს რიცხვით მოიხსენიებდნენ ისინი ამით მის სიმრავლეს არ გამორიცხავდნენ.
التصنيفات
რწმენის მატება და კლება