إعدادات العرض
ეშმაკი მოდის ერთ-ერთ თქვენგანთან და ეუბნება: ვინ შექმნა ეს? ვინ შექმნა ის? ბოლოს კი იტყვის: ვინ შექმნა შენი უფალი?…
ეშმაკი მოდის ერთ-ერთ თქვენგანთან და ეუბნება: ვინ შექმნა ეს? ვინ შექმნა ის? ბოლოს კი იტყვის: ვინ შექმნა შენი უფალი? როცა ის ამ კითხვამდე მიაღწევს, დაე, ითხოვოს ალლაჰისგან თავშესაფარი(თქვას: ა'უზუბილლაჰი მინა შშაიტანი რრაჯიიმ) და შეწყვიტოს მასზე ფიქრი
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: " ეშმაკი მოდის ერთ-ერთ თქვენგანთან და ეუბნება: ვინ შექმნა ეს? ვინ შექმნა ის? ბოლოს კი იტყვის: ვინ შექმნა შენი უფალი? როცა ის ამ კითხვამდე მიაღწევს, დაე, ითხოვოს ალლაჰისგან თავშესაფარი(თქვას: ა'უზუბილლაჰი მინა შშაიტანი რრაჯიიმ) და შეწყვიტოს მასზე ფიქრი".
[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]
الترجمة
العربية English မြန်မာ Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands اردو Español Bahasa Indonesia ئۇيغۇرچە বাংলা Türkçe Bosanski සිංහල हिन्दी Tiếng Việt Hausa മലയാളം తెలుగు Kiswahili ไทย پښتو অসমীয়া Shqip دری Ελληνικά Български Fulfulde Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių Malagasy or Română Kinyarwanda Српски тоҷикӣ O‘zbek नेपाली Moore Kurdî Oromoo Wolof Soomaali Français Tagalog Azərbaycan Українська bm தமிழ் Deutsch Português Македонски Magyar فارسی Lingala Русский 中文الشرح
მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს მკურნალობის შესახებ, რომელიც მორწმუნეს დაეხმარება ეშმაკის მიერ ჩაგონებული საეჭვო კითხვების წინააღმდეგ ბრძოლაში, ეშმაკი იტყვის: ვინ შექმნა ეს? ვინ შექმნა ის? ვინ შექმნა ცა? და ვინ შექმნა მიწა? მორწმუნე პასუხობს რწმენით, თანდაყოლილი ბუნებრიობითა და გონებით: "ალლაჰმა", მაგრამ ეშმაკი ამ ჩაგონებებზე არ ჩერდება, არამედ აგრძელებს მანამ, სანამ არ იტყვის: "ვინ შექმნა შენი უფალი?" ამ დროს მორწმუნე ამ ჩაგონებას სამი რამით უკუაგდებს: ალლაჰის რწმენით. ალლაჰთან ეშმაკისგან შეფარებით. შეპყრობილი ფიქრებზე ზედმეტი ჩაღრმავების შეწყვეტით.فوائد الحديث
ეშმაკის ჩაგონებისა და მისი მავნე აზრების უარყოფა და მათზე ფიქრის შეწყვეტა,და უზენაეს ალლაჰისგან შეწევნის თხოვნა ამ ფიქრების მოშორებისთვის.
ყველა ეჭვი, რომელიც ადამიანის გულში ჩნდება და ეწინააღმდეგება შარიათს, ეშმაკისგან მოდის.
აკრძალულია ალლაჰის არსების შესახებ ფიქრი, ხოლო წახალისებულია ფიქრი მისი ქმნილებებისა და საოცრებების შესახებ.