إعدادات العرض
„ჭეშმარიტად, განკითხვის დღის ნიშნებიდან ის არის, რომ ცოდნა გაქრება და გავრცელდება უმეცრება, გაიზრდება მრუშობა…
„ჭეშმარიტად, განკითხვის დღის ნიშნებიდან ის არის, რომ ცოდნა გაქრება და გავრცელდება უმეცრება, გაიზრდება მრუშობა და ალკოჰოლის გამოყენება, შემცირდება კაცების რაოდენობა და გაიზრდება ქალების რაოდენობა ისე, რომ ორმოცდაათ ქალზე ერთი კაცი იქნება, რომელიც მათზე იზრუნებს
გადმოცემულია ანასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: "გიამბობთ თქვენ ჰადისს, რომელიც ალლაჰის შუამავლისაგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვისმინე და რომელსაც სხვა არავინ მოგიყვებათ, გარდა ჩემისა. მე მოვისმინე, რომ ალლაჰის შუამავლი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: „ჭეშმარიტად, განკითხვის დღის ნიშნებიდან ის არის, რომ ცოდნა გაქრება და გავრცელდება უმეცრება, გაიზრდება მრუშობა და ალკოჰოლის გამოყენება, შემცირდება კაცების რაოდენობა და გაიზრდება ქალების რაოდენობა ისე, რომ ორმოცდაათ ქალზე ერთი კაცი იქნება, რომელიც მათზე იზრუნებს."
الترجمة
العربية English မြန်မာ Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands اردو Español Bahasa Indonesia ئۇيغۇرچە বাংলা Türkçe Bosanski සිංහල हिन्दी Tiếng Việt Hausa മലയാളം తెలుగు Kiswahili ไทย پښتو অসমীয়া Shqip دری Ελληνικά Български Fulfulde Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių Malagasy or Română Kinyarwanda Српски тоҷикӣ O‘zbek नेपाली Moore Kurdî Oromoo Wolof Soomaali Français Azərbaycan Tagalog Українська bm தமிழ் Deutsch Português mkالشرح
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ განკითხვის დღის მოახლოების ნიშნებიდან ერთ-ერთი არის შარიათის ცოდნის გაქრობა სწავლულების სიკვდილის შედეგად, ამის შედეგად უმეცრება გამრავლდება, გავრცელდება მრუშობა და გაიზრდება უზნეობა, ალკოჰოლის სმა გახშირდება, კაცების რაოდენობა შემცირდება, ხოლო ქალების რაოდენობა გაიზრდება იმდენად, რომ ორმოცდაათ ქალს ეყოლება მათი საქმეების მომგვარებელი და მათი ინტერესების დამცველი ერთი მამაკაცი.فوائد الحديث
განკითხვის დღის ზოგიერთი ნიშნების განმარტება.
განკითხვის დღის დადგომის ცოდნა ერთ-ერთია იმ დაფარული საკითხებიდან, რომელიც მხოლოდ ალლაჰისთვის არის ცნობილი.
შარიათის ცოდნის შესწავლისკენ მოწოდება, სანამ ის დაიკარგება.