ვფიცავ, მას ვის ხელშიც არის ჩემი სული, ძალიან მალე ჩამოვა თქვენ შორის ძე მარიამისა სამართლიან მსაჯულად, ის…

ვფიცავ, მას ვის ხელშიც არის ჩემი სული, ძალიან მალე ჩამოვა თქვენ შორის ძე მარიამისა სამართლიან მსაჯულად, ის დაამტვრევს ჯვარს, გაანადგურებს ღორებს და გააუქმებს ჯიზიას (არა-მუსლიმების გადასახადს), რის შემდეგაც სიმდიდრე იქნება ისეთი მრავალი, რომ არავინ მიიღებს მას

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვფიცავ, მას ვის ხელშიც არის ჩემი სული, ძალიან მალე ჩამოვა თქვენ შორის ძე მარიამისა სამართლიან მსაჯულად, ის დაამტვრევს ჯვარს, გაანადგურებს ღორებს და გააუქმებს ჯიზიას (არა-მუსლიმების გადასახადს), რის შემდეგაც სიმდიდრე იქნება ისეთი მრავალი, რომ არავინ მიიღებს მას».

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

შუმავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იფიცება, რომ 'ისას მარიამის ძის (მშვიდობა მას) ჩამოსვლა ახლოს არის, რათა მან განსაჯოს ადამიანთა შორის მუჰამმედის შარიათით სამართლიანად, რომ დაამტვრიოს ჯვარი, რომელსაც განადიდებენ ქრისტიანები, და რომ მოკლას ღორი, ის გააუქმებს ხარკს და მოუწოდებს ხალხს ყველა ერთად შევიდეს ისლამში. ქონება ძალიან გამრავლდება და ის აღარავის აღარ ენდომება; ეს იქნება მისი სიმრავლის გამო და ყველასთვის საკმარისი იქნება რასაც ის ფლობს, მასთან ერთად მოევლინება უამრავი ბარაქა და სიკეთე.

فوائد الحديث

დადასტურება იმისა, რომ 'ისა (მშვიდობა მას) კვლავ ჩამოვა დედამიწაზე სამყაროს დასასრულს. ეს მოვლენა არის განკითხვის დღის ერთ-ერთი ნიშანი.

მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შარიათს ვერცერთი სხვა კანონმდებლობა (შარიათი) ვერ გააუქმებს.

ბოლო ჟამის მოახლოების დროს ბარაქის გავრცელება, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები მის მიმართ გულგრილნი იქნებიან.

ისლამური რელიგიის უცვლელობის სამახარობლო, რადგანაც 'ისა (მშვიდობა მას) განსჯის მისით ბოლო ჟამს.

التصنيفات

წინა მოციქულები და შუამავლები - სალამი ყველა მათგანს, ჩვენი მოციქული მუჰამმედი ﷺ, ბარზახის ცხოვრება, ისლამური რელიგია და მისი უნივერსალურობა